გორის N12 საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელს მარინე ვართუმაშვილს “მწვანე ჯილდო” გადაეცა

მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კონკურსის “მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს” საზეიმო დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ღონისძიებაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა სამინისტროს რჩეული - ქალაქ გორის N12 საჯარო სკოლის გეოგრაფიის პედაგოგი მარინე ვართუმაშვილი დაასახელა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, გამარჯვებულს გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობისთვის “მწვანე ჯილდო”, მადლობის სიგელი და სამახსოვრო საჩუქარი გადაეცა.

“გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო უკვე მეოთხე წელია “მწვანე ჯილდოთი” აჯილდოებს კონკურსის “მასწავლებლის ეროვნული ჯილდო” იმ მონაწილეებს, რომლებიც აქტიურად მუშაობენ გარემოსდაცვითი კუთხით, ზრდიან მოსწავლეების ცნობიერებას. მთელ მსოფლიოში გარემოსდაცვითი განათლება ერთ-ერთი პრიორიტეტულია, ამიტომ უმნიშვნელოვანესია გარემოსდაცვითი განათლების დანერგვა სკოლებში, რისთვისაც გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს. თუმცა, მიგვაჩნია, რომ არც ერთ ინიციატივასა და განხორციელებულ პროექტს არ ექნება სათანადო შედეგი, თუ მასში არ იქნება ჩართული მოტივირებული პედაგოგი, რომელიც სწორად შეძლებს ამ მნიშვნელოვანი საკითხების სწავლებას. 2020 წლის “მწვანე ჯილდოს” მფლობელი მარინე ვართუმაშვილი აქტიურადაა ჩართული გარემოსდაცვით საქმიანობაში და არა მარტო ის, არამედ მისი მოსწავლეებიც არიან პასუხისმგებლიანი მოქალაქეები. სწორედ ამიტომ, სამინისტრო გადასცემს “მწვანე ჯილდოს” პედაგოგს, რომელიც განსაკუთრებული ძალისხმევით ახორციელებს გარემოსდაცვით აქტივობებს,” - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

“მასწავლებლი ეროვნული ჯილდო” საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრის კონკურსია, რომელიც 2017 წლიდან ყოველწლიურად 5 ოქტომბერს, მასწავლებლის პროფესიულ დღეს იმართება. კონკურსის მიზანი ქვეყნის საუკეთესო პედაგოგის გამოვლენა და დაჯილდოვებაა, ჯილდოვდებიან ასევე კონკურსში მონაწილე სხვა პედაგოგებიც.

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი 2017 წლიდან მონაწილეობს “მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოში” და სამინისტროს სახელით “მწვანე ჯილდოს” გადასცემს იმ პედაგოგს, რომელსაც მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი აქტივობები აქვს განხორციელებული.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო