საქართველო ჭადრაკში ISF ონლაინ სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას

საქართველო ჭადრაკში ISF ონლაინ სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ ინფორმაციას ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ჩემპიონატი 3-25 ოქტომბრის ჩათვლით ჩატარდება და 2 ასაკობრივ კატეგორიაში - 2003-2004-2005 და 2006-2007 წწ. გაიმართება.

ჩემპიონატში საქართველოს სახელით მონაწილეობას იღებს 7 მოჭადრაკე: 1. დიანა ლომაია; 2. მარიამ დოლაკიძე; 3. ეკატერინე ფიფია; 4. მარიამ სიჭინავა; 5. ნია დონღვანი; 6. ლაშა კაჭკაჭიშვილი; 7. დავით ცქიფურიშვილი.

„სასკოლო სპორტული ოლიმპიადა საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დახმარებითა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით ხორციელდება.

სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ჩემპიონები 2016 წლიდან სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატებზე ასპარეზობენ. 2019 წელს ქვეყანამ მონაწილეობა მიიღო ჭადრაკის საპილოტე ჩემპიონატში და წელს ოფიციალურად მონაწილეობს ონლაინ სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატში, რომელიც სასკოლო სპორტის საერთაშორისო ფედერაციის (ISF) მიერ იმართება 2020 წლის 3-25 ოქტომბერს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა