ნინო ბურჯანაძე საქართველოში ჩეხეთის ელჩს შეხვდა

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან და ელჩებთან შეხვედრებს განაგრძობს.

პარტია "ერთიანი საქართველოს" ინფორმაციით, ამჯერად, პარტიის ლიდერი საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩს პეტრ მიკისკას შეხვდა.

როგორც ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, ჩეხეთის ელჩთან მისი შეხვედრა იყო გაცნობითი ხასიათის, ვინაიდან, ელჩის ჩამოსვლა დაემთხვა საქართველოში კორიონავირუსის გავრცელების პერიოდს. ამის გამო ორივე მხარემ წუხილი გამოთქვა, თუმცა ისინი შეთანხმდნენ, რომ მომავალში მათი თანამშრომლობა მჭიდრო ხასიათს მიიღებდა.

როგორც „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, შეხვედრების მთავარი მიზანია, საქართველოში აკრედიტირებულ ელჩებს დეტალურად მიაწოდოს საქართველოში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის შესახებ ინფორმაცია.

ნინო ბურჯანაძემ პეტრ მიკისკას პარტიის საარჩევნო გეგმები გააცნო და განუცხადა, რომ მისი გუნდი ხელისუფლებაში მოსვლისთვის იბრძოლებს, რათა ყველა ის ეკონომიკური და სოციალური პრობლემა მოაგვაროს, რაც დღეს საქართველოს მოქალაქეებს აქვთ.

"ელჩი ნინო ბურჯანაძის პოზიციით დაინტერესდა, თუ როგორი იყო მისი საერთაშორისო პოლიტიკის მიმართულება, რაზეც მან დეტალური ინფორმაცია მოისმინა პარტიის ლიდერისაგან.

ჩეხეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა პეტრ მიკისკასმა „ერთიანი საქართველოს“ ლიდერთან ნინო ბურჯანაძესთან საუბრის დასასრულს აღნიშნა, რომ მისთვის როგორც ელჩისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში არჩევნები ჩატარდეს მშვიდობიან და დემოკრატიულ გარემოში.

ჩეხეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა პეტრ მიკისკამ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერს ნინო ბურჯანაძეს წარმატება უსურვა, თავის მხრივ ნინო ბურჯანაძემ ელჩს მადლობა გადაუხადა გულთბილი მიღებისთვის და კეთილი სურვილებისთვის",- ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა