ნინო ბურჯანაძე დიეგო კოლასს შეხვდა

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერი, ნინო ბურჯანაძე საქართველოში საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს დიეგო კოლასს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ერთიანი საქართველოდან“ აცნობეს, საუბარმა საკმაოდ თბილ და საქმიან ვითარებაში ჩაიარა. შეხვედრის მთავარი თემა ქვეყანაში არსებულ წინასარჩევნო გარემო იყო.

„შეხვედრაზე ხაზი საერთაშორისო დამკვირვებლების არჩევნებზე დასწრების აუცილებლობას გაესვა. ელჩმა განაცხადა, რომ საფრანგეთის საელჩო მუშაობს, რათა საერთაშორისო დამკვირვებელთა რიცხვი გაიზარდოს.

ნინო ბურჯანაძემ ამ ინიციატივისთვის ელჩს მადლობა გადაუხადა.

ელჩი განსაკუთრებით დაინტერესდა პარტია „ერთიანი საქართველოს“ წინასაარჩევნო კამპანიით, თუ როგორ აფასებს ნინო ბურჯანაძე მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებას და რა არის მისი ძირითადი მესიჯი მოსახლეობასთან შეხვედრის დროს.

პარტია „ერთიანი საქართველოს ლიდერმა“ ასევე იმ შეხვედრებზე ისაუბრა, რომელსაც პერმანენტულად მართავს მოსახლეობასთან. მან განაცხადა , რომ ყველა მისი საარჩევნო ვიდეო-მასალა, ასევე სამომავლო აქტივობის გრაფიკი განთავსებულია „ერთიანი საქართველოს“ ვებ-გვერდზე. ნინო ბურჯანაძემ იმედი გამოთქვა, რომ საელჩოს წარმომადგენლები თვალ-ყურს მიადევნებენ მოსახლებასთან მისი შეხვედრების „ფეისბუქ-ლაივებს““,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დიეგო კოლასმა „ერთიანი საქართველოს“ ლიდერს ნინო ბურჯანაძეს წარმატება უსურვა. თავის მხრივ ნინო ბურჯანაძემ ელჩს მადლობა გადაუხადა გულთბილი მიღებისთვის და კეთილი სურვილებისთვის.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა