რუსეთში კორონავირუსის 11 615 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 188 ადამიანი გარდაიცვალა

რუსეთში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 11 615 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 1 237 504-ს მიაღწია, - ამის შესახებ ინფორმაციას კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კორონავირუსით რუსეთში კიდევ 188 ადამიანი გარდაიცვალა და ლეტალური შემთხვევების რიცხვი, საერთო ჯამში, 21 663-მდე გაიზარდა.

ოფიციალური სტატისტიკით, რუსეთში კოვიდ 19-სგან 988 576 პაციენტი გამოჯანმრთელდა, აქედან 6 252 - ბოლო 24 საათში. ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულების რაოდენობით, აშშ-ს, ინდოეთისა და ბრაზილიის შემდეგ რუსეთი მეოთხე ადგილზეა.

იხილეთ ვიდეო: რუსეთში კორონავირუსის 11 615 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც მაისის შემდეგ ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო