სერგი კაპანაძე დავით თარხან-მოურავის განცხადებაზე - როგორც ჩანს, ინსტრუქცია მიიღეს მოსკოვიდან, რომ ასეთი განცხადებები გააკეთონ

„ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით თარხან-მოურავის განცხადებას ეხმაურება იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციურ პარტიებსა და სახელისუფლებლო პარტიას ერთად გაცილებით ნაკლები მხარდაჭერა აქვს, ვიდრე „პატრიოტთა ალიანსს“.

კაპანაძის თქმით, ის ვერ გააკეთებს კომენტარს რუსეთიდან დაფინანსებული პარტიებისა და რუსეთიდან გამოგზავნილ „მესიჯბოქსებზე“. კაპანაძის თქმით, ამ პოლიტიკური პარტიის შესახებ განცხადებები უნდა კეთდებოდეს პროკურატურაში, სადაც უნდა არკვევდნენ თუ საიდან მოდის მათი დაფინანსება და ვინ აძლევს მათ ინსტრუქციებს.

კაპანაძემ აღნიშნა, რომ ამგვარი პოლიტიკური ძალები უნდა ჩამოშორდნენ პოლიტიკურ საქმიანობას და მათი მაქსიმალური იზოლაცია უნდა მოხდეს.

„თარხან-მოურავის განცხადებებზე და ისევე როგორც ყველა სხვა პოლიტიკური ძალის განცხადებებზე, რომლებიც რუსეთიდან ფინანსდებიან, რუსულ „მესიჯბოქს“ ავრცელებენ ხალხში, როგორც ჩანს, ამ შემთხევაშიც ინსტრუქცია მიიღეს მოსკოვიდან, რომ ასეთი რაღაცეები უნდა ილაპარაკონ. ჩემი მხრიდან სერიოზული განცხადება ვერ გაკეთდება.

ამ პოლიტიკური ძალის განცხადებები, ძირითადად, უნდა კეთდებოდეს ხოლმე პროკურატურაში დაკითხვების დროს, როცა უნდა ირკვეოდეს, თუ საიდან მოდის მათი დაფინანსება და ვინ აძლევს მათ ინსტრუქციებს, ამიტომ, მგონია, რომ ეს პოლიტიკური ძალა გაქრება საერთოდ და ჩვენი და საზოგადოების ამოცანა უნდა იყოს, რომ ყოველი არჩევნების შემდეგ, ყველა მსგავსი, რუსეთიდან ღიად დაკავშირებული ძალა ჩამოშორდეს პოლიტიკურ საქმიანობას და მათი მაქსიმალური იზოლაცია უნდა მოხდეს“,-აცხადებს კაპანაძე.

ცნობისთვის, „პატრიოტთა ალიანსის“ აქციაზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით თარხან-მოურავმა განაცხადა, რომ აქციამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ “პატრიოტთა ალიანსი” ყველაზე ძლიერი პოლიტიკური ძალაა.

მისივე თქმით, “პატრიოტთა ალიანსი” რეიტინგით უსწრებს როგორც “ნაციონალურ მოძრაობას” ასევე “ქართული ოცნებას”.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის