ანა დოლიძე - ევროკავშირმა ზრდილობიანად მიგვითითა, რომ „ქართული ოცნება“ წვრილმან თაღლითობაში გამოიჭირა

ევროკავშირმა ზრდილობიანად მიგვითითა, რომ მან წვრილმან თაღლითობაში გამოიჭირა „ქართული ოცნება“, - ამის შესახებ დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ანა დოლიძემ, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის წამყვანი სპიკერის, პეტერ სატანოს განცხადების საპასუხოდ აღნიშნა, რომელმაც მწუხარება გამოთქვა იმის გამო, რომ საქართველო არ დაელოდა ვენეციის კომისიის დასკვნას მოსამართლეთა შერჩევაზე.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ განცხადებები ევროკავშირის წევრობაზე მხოლოდ ოცნებად დარჩება, იმ შემთხვევაში თუ მმართველი გუნდი ევროკავშირის რეკომენდაციებს არ გაითვალისწინებს.

„მმართველი გუნდი ერთის მხრივ აკეთებს განცხადებას, რომ მალევე გააკეთებს განაცხადს ევროკავშირის წევრობაზე და მეორეს მხრივ დგამს ისეთ ნაბიჯებს, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირში გაწევრიანების დღის წესრიგს. ეს არის იმ წვრილმანი ხულიგნობის გაგრძელება, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ევროკავშირთან მიმართებაში ამ ხელისუფლებისგან. როდესაც გინდა ევროკავშირის წევრობა და მეორეს მხრივ საერთოდ არ გაინტერესებს ეს რეკომენდაციები ისე, რომ პირდაპირ გაგაქვს საკანონმდებლო ცვლილებები, არის წვრილმანი თაღლითობა, რომელიც შეუმჩნეველი არ დარჩება ევროკავშირს. „ქართული ოცნების“ განცხადებები, ოცნებები, სურვილები ევროკავშირის წევრობაზე დარჩება მხოლოდ ოცნებებად თუ მას არ მოჰყვა რეალური ქმედებები, თუ ითხოვ რეკომენდაციებს ამ რეკომენდაციებს უნდა დაელოდო მაინც, თუ ბოლომდე არ გაითვალისწინებ“, - აღნიშნა ანა დოლიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა