კორონავირუსით გარდაცვალების 4 შეთხვევიდან ერთი მცხეთის კოვიდ ცენტრში დაფიქსირდა

კორონავირუსით გარდაცვალების 4 შეთხვევიდან ერთი მცხეთის კოვიდ ცენტრში დაფიქსირდა.

როგორც „ინტერპრესნიუსთან “ მცხეთის საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა ლიკა მუმლაძემ განაცხადა, გარდაიცვალა 67 წლის ქალი, რომელსაც ონკოლოგიური დაავადებაც ჰქონდა.

„პაციენტის მდგომარეობა შემოსვლისთანავე კრიტიკული იყო. შემოსვლის დღიდან რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდა. პაციენტი 67 წლის ქალი იყო, 23 სექტემბრიდან იტარებდა ჩვენთან მკურნალობას.

მისი მდგომარეობის სიმძიმე განპირობებული იყო ძირითადი თანმხლები დაავადებებით, კერძოდ, გართულებული მკერდის კიბო, ჩატარებული სხივური და ქიმიური თერაპიის კურსები, ახლა კი მთელ სხეულში ჰქონდა მრავლობითი მეტასტაზები გავრცელებული“,-განაცხადა ლიკა მუმლაძემ.

შეგახსენებთ, ბოლო 24 საათში, კორონავირუსით გარდაცვალების 4 შეთხვევიდან 3 აჭარაში დაფიქსირდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა