არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მოსამართლეების საკითხზე მმართველ გუნდს ვენეციის კომისიასთან წინასწარი კომუნიკაცია ჰქონდა და მათგან დასკვნითი რეკომენდაციების დამტკიცებას ოქტომბერში ელოდებიან

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მოსამართლეების შერჩევის საკითხთან დაკავშირებით მმართველ გუნდს ვენეციის კომისიასთან წინასწარი კომუნიკაცია ჰქონდა და მათგან დასკვნითი რეკომენდაციების დამტკიცებას ოქტომბერში ელოდებიან.

თალაკვაძის თქმით, ვენეციის კომისიის წარმომადგენლები სრულად იყვნენ ინფორმირებული, რომ საშემოდგომო სესია არჩენებამდე ერთი თვით ადრე, ზუსტად 30 სექტემბერს იხურებოდა.

„მოგეხსენებათ, ვენეციის კომისიას ჩვენ გადავუგზავნეთ ეს პროექტი, სწორედ ჩემი ინიციატივით იყო გადაგზავნილი. ჩვენ ჩვენს პარტნიორებთან ერთად გვქონდა წინასწარი კომუნიკაცია და ისინი სრულად იყვნენ ინფორმირებული, რომ საშემოდგომო სესია არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, ზუსტად 30 სექტემბერს იხურებოდა. შესაბამისად, ჩვენ მოვიქეცით პასუხისმგებლიანად, ბოლო სასესიო დღის ჩათვლით ველოდით ვენეციის კომისიისგან წინასწარ პოზიციას, მოსაზრებებს და დასკვნებს. მათ გვითხრეს ასევე წინასწარ, მხოლოდ ოქტომბერში შეძლებდა კომისია ამ დასკვნის რეკომენდაციების დამტკიცებას და შესაბამისად, ჩვენ ველოდებით. მოგეხსენებათ ჯერ არ არის ეს დასკვნა მზად, ჩვენ ყოველთვის ყურადღებით ვეკიდებით ჩვენი პარტნიორების მოსაზრებებს და დასკვნებს. სიმართლე და ფაქტი არის ის, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში ქართული სასამართლო არის ბევრად უფრო თავისუფალი და ის არის ევროპის 20 თავისუფალ სასამართლო სისტემას შორის. ეს გახდა შესაძლებელი იმ რეფორმების შედეგად, რომლებიც ჩვენ განვახორციელეთ სასამართლო სისტემაში", - განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის წამყვანი სპიკერი პეტერ სატანო საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით განცხადებს ავრცელებს.

განცხადებაში ევროკავშირი მწუხარებას გამოთქვამს, რომ პარლამენტი არ დაელოდა ვენეციის კომისიის დასკვნის გამოქვეყნებას.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სასამართლო სისტემაში ეთიკისა და მთლიანობის უმაღლესი სტანდარტების დაცვა გადამწყვეტია საქართველოს სანდოობისათვის მისი მოქალაქეებისა და საერთაშორისო პარტნიორების თვალსაზრისით და ევროკავშირსა და საქართველოს შორის პარტნიორობის განვითარებისათვის.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო