ივანე მაჭავარიანი საერთაშორისო სავალუტო ფონდის შემფასებელ მისიას შეხვდა

საერთაშორისო სავალუტო ფონდის შემფასებელმა მისიამ მერსედეს ვერა-მარტინის ხელმძღვანელობით, საქართველოში შეხვედრები დაიწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, COVID-19-ის გლობალური პანდემიიდან გამომდინარე, რიგით მე-7 შემფასებელი მისია ვირტუალურ რეჟიმში მუშაობს.

მათივე ინფორმაციით, ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანთან გამართული შეხვედრისას, მხარეებმა, ძირითადად, ისაუბრეს მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე, რომელსაც უნდა დაეყრდნოს 2021 წლის პოსტპანდემიური ბიუჯეტი.

„როგორც ცნობილია, შემფასებელ მისიას, სექტემბერში წინ უსწრებდა სსფ-ის წარმომადგენელთა შეხვედრები მთავრობის წევრებთან, რომლის დროსაც მისიამ დადებითად შეაფასა საქართველოს ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკა პანდემიის სოციალური და ეკონომიკური გავლენის შეკავების თვალსაზრისით. ასევე, ხაზი გაუსვა სტრუქტურული რეფორმების გაგრძელების მნიშვნელობას, რათა შენარჩუნდეს საქართველოს საშუალოვადიანი ზრდის პოტენციალი და მოხდეს ეკონომიკის სწრაფი აღდგენა. სსფ-ის მისია ვირტუალურ ფორმატში 2 კვირის განმავლობაში იმუშავებს“,-აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს