ვატო სურგულაძე - „ქართული ოცნება” ქვეყანას კიდევ ერთხელ „აჩერებს”

,,ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვატო სურგულაძემ და პარტიის ჯანდაცვის ჯგუფის წევრებმა ბრიფინგი გამართეს, სადაც მთავრობის მიერ პანდემიის დროს ახალი რეგულაციების დაწესებაზე ისაუბრეს.

„ლელოს” ჯანდაცვის გუნდის წარმომადგენლის, ვატო სურგულაძის თქმით, ახალი რეგულაციები ადამიანებს აიძულებს, 12 დღე დარჩეს თვითიზოლაციაში, რაც სამუშაო პროცესის შეჩერებას, მოსახლეობის შემოსავლის შემცირებასა და გაღარიბების პროცესის გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

„კოვიდ -19 ეპიდემიის მართვისას მთავრობას ყოველდღიურად ახალი წესები შემოაქვს. ხშირ შემთხვევაში მათი რეგულაციები არის გაუაზრებელი, მოუმზადებელი ან დაგვიანებული. განსაკუთრებით, ინტერესს იწვევს ახალი რეგულაცია, რომელიც ითვალისწინებს მოქალაქეების „12 დღიან თვითიზოლაციას ტესტის ჩატარების გარეშე“. კოვიდ-19-თან ბრძოლის ეს რეგულაცია, პრაქტიკულად, ნიშნავს ფარულ მოწოდებას „დარჩი სახლში“. ეს ნიშნავს, რომ თუ კომპანიის, სკოლის ან სხვა დაწესებულების ერთ თანამშრომელს ან მოსწავლეს აღმოაჩნდება კოვიდ-19 ინფექცია, პრაქტიკულად, ყველა თანამშრომელი, მოწაფე, მასწავლებლები, ვისაც ახლო კონტაქტი ჰქონდა დაავადებულთან, უპირობოდ ექვემდებარება თვითიზოლაციას 12 დღის განმავლობაში. ინდივიდუალურად, ტესტის გაკეთება კი 100-120 ლარი ღირს რაც მოსახლეობის ფინანსურ მდგომარეობას დარტყმას მიაყენებს. თუ ამ პერიოდში არ გამოუვლინდათ დაავადების ნიშნები, მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებენ, დაუბრუნდნენ ნორმალურ ცხოვრებას, რაც არის წარმოუდგენელი პირობა,”- აცხადებს სურგულაძე.

„ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი არსებულ სტატისტიკასაც იშველიებს, რომლის მიხედვითაც, 5 ოქტომბერს 578 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. სურგულაძის თქმით, თუ თითოეულს ჰქონდა საშუალოდ 5 კონტაქტი, მაშინ მინიმუმ 2890 ადამიანი უნდა დაექვემდებაროს თვითიზოლაციის პროცესს, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს მმართველი გუნდის მიერ დაანონსებულ ,,კაბალურ" პირობას.

„ეს გამოიწვევს სამუშაო პროცესის შეჩერებას ყველა დარგში, რაც მოსახლეობის შემოსავლის შემცირებასა და გაღარიბების პროცესის გაღრმავებას შეუწყობს ხელს. ეს არის ფარული განხორციელება პოლიტიკისა „დარჩი სახლში“”, - აცხადებს სურგულაძე.

ვატო სურგულაძის კომენტარს პარტია „ლელოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს