არჩილ თალაკვაძე - უსაფუძვლო სპეკულაციები იყო, რომ მთავრობას ხელფასები ეზრდება, ეს არის ტყუილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საქართველოს ბიუჯეტი ეკონომიკის ზრდაზეა ორიენტირებული, ხოლო გავრცელებული ინფორმაცია, რომ მთავრობას ხელფასები ეზრდება, სპეკულაცია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა.

თალაკვაძის თქმით, ხელისუფლების მოლოდინია, რომ ეკონომიკის აღდგენა უკვე 2021 წლიდან მოხდება.

"ბიუჯეტზე ჯერ კიდევ გვაქვს სამუშაო. პირველი პროექტი მთავრობამ უკვე წარმოადგინა პარლამენტში. მოგეხსენებათ, რამდენიმეთვიანი პროცესია ბიუჯეტის დამუშავება. რაც მთავარია, ამ მომენტისთვის გამოვყოფდი რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორს. პირველი - პოზიტიურია ის, რომ ბიუჯეტი ეკონომიკურ ზრდაზეა დაგეგმილი, რაც ნიშნავს, რომ მთავრობის მოლოდინი და ჩვენი ხელისუფლების მოლოდინი არის, რომ ეკონომიკის აღდგენას შევძლებთ უკვე 2021 წლიდან.

მეორე მნიშვნელოვანი საკითხი არის ის, რომ ის სოციალური პასუხისმგებლობა და პირობები რაც ჩვენ მივეცით საზოგადოებას, პანდემიამ ეკონომიკა დააზარალა, ეს უკვე არის ასახული პროექტში. გუშინ იყო ასევე უსაფუძვლო სპეკულაციები, ეს არის სიცრუე, რომ მთავრობას ეზრდება ხელფასები, ეს არის ტყუილი და ნურავინ ნუ შეიყვანს ჩვენს მოქალაქეებს შეცდომაში. უნდა ვთქვა, რომ როგორც ჯანდაცვის, ასევე ეკონომიკის და სოციალური მიმართულებით ჯერ კიდევ მთელი რიგი მნიშვნელოვანი პროგრამები ამ პირველ პროექტში არ არის მოცემული, ჩვენ ერთად ვმუშაობთ ამაზე და დეკემბრისთვის ეს უკვე ასახული იქნება", - განაცხადა თალაკვაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა