ირაკლი აბესაძე - „ქართუ ჯგუფმა”, ივანიშვილმა და კალაძემ მორიგი წინასაარჩევნო ფარსი შესთავაზა საზოგადოებას, რომ თითქოს იპოდრომის ტერიტორია უბრუნდება სახელმწიფოს

„ევროპული საქართველოს” წევრის, ირაკლი აბესაძის ინფორმაციით, „ქართუ ჯგუფმა” სახელმწიფოს საკუთრებაში იპოდრომის ტერიტორიის მხოლოდ ნაწილი დააბრუნა.

როგორც აბესაძე აღნიშნავს, „ქართუ ჯგუფის” საკუთრებაში იპოდრომის ტერიტორიის 8 ჰექტარი დარჩა.

„ქართუ ჯგუფმა”, ივანიშვილმა და კალაძემ მორიგი წინასაარჩევნო ფარსი შესთავაზა საზოგადოებას, რომ თითქოს იპოდრომის ტერიტორია უბრუნდება სახელმწიფოს და იქ გაჩნდა ცენტრალური პარკის აშენების ახალი პროექტი. სინამდვილეში იპოდრომის ტერიტორია ივანიშვილის საკუთრებაში არის 2009 წლიდან და აქ პარკის გაშენების ვალდებულება მესაკუთრე კომპანიას აღებული აქვს 2007 წლიდან. სინამდვილეში, აგიხსნით რა დააბრუნა ივანიშვილმა სახელმწიფო საკუთრებაში და რამდენად დაბრუნდა იპოდრომი საზოგადოების ინტერესების შესაბამისად მერიის საკუთრებაში. ივანიშვილმა 2020 წლის ივნისში იპოდრომის ტერიტორია გაყო ორ ნაწილად. ცენტრალური მოედანი, სადაც ნულოვანი ეკონომიკური ინტერესი შეიძლება ჰქონოდა ივანიშვილს და ვერანაირ მოგებას ვერ ნახავდა, გადასცა სახელმწიფოს, ხოლო 8 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, თამარაშვილის ქუჩის მხარეს, სადაც არის ყველაზე ხშირი გამწვანება და ის მთლიანი იპოდრომის ორგანული ნაწილი იყო თავიდანვე, “ქართუ ჯგუფმა” დაიტოვა საკუთრებაში. სინამდვილეში, ივანიშვილი იპოდრომზე საკუთარ ეკონომიკურ ინტერესს ინარჩუნებს და მოიშორა აქტივი, რომელსაც მისთვის მოგების მოტანა არ შეეძლო. მთავარი შეკითხვა კალაძესთან - აპირებს თუ არა ივანიშვილს მისცეს უფლება იმ 80 000 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთზე სასტუმროების, რესტორნების განაშენიანება მოახდინოს? შეკითხვა „ქართუ ჯგუფს” - რატომ დაიტოვეს საკუთრებაში 8 ჰექტარი და რატომ სრულად არ აბრუნებენ იპოდრომის ტერიტორიას თუ ეს გადაწყვეტილება მიიღეს და თუ უნდათ, რომ საშვილიშვილო ქველმოქმედებად გაასაღონ? და მთავარი მოთხოვნა- თუ ვსაუბრობთ იპოდრომის დაბრუნებაზე, დააბრუნოს იპოდრომი სრულად და ნუ დაიტოვებს 8 ჰექტარ მიწის ნაკვეთს კერძო საკუთრებაში და შემდგომ ნუ მოხდება იქ ხეების გაჩეხვა და ივანიშვილის სასტუმროების თუ ბიზნეს ცენტრების მშენებლობა, როგორც ეს მოხდა ბოტანიკურ ბაღში და თაბორის მთაზე”,- განაცხადა აბესაძემ.

მისივე განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა იპოდრომის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემით ფული გაათეთრა.

„ივანიშვილმა ეს ტერიტორია საკუთარი კერძო კომპანიისგან საქველმოქმედო ფონდის მეშვეობით გამოისყიდა 60 მილიონ ლარად და აღმოჩნდა, რომ გამოისყიდა იმიტომ, რომ შემდგომ სახელმწიფოსთვის ეჩუქებინა. ეს არის შავით თეთრზე ნაწერი და გაშიფრული თაღლითობა. თუ სახელმწიფოსთვის ჩუქება სურდა ივანიშვილს, მას შეეძლო კერძო კომპანიიდანვე ეჩუქებინა სახელმწიფოსთვის და მოქმედი საგადასახადო კოდექსით ეს ოპერაცია არ დაიბეგრებოდა. რატომ გადაიდო ერთი ჯიბიდან მეორე ჯიბეში 60 მილიონი ლარი? აქ ჩნდება მთავარი შეკითხვა- ხომ არ არის “ქართუ ფონდში” ოფშორული კომპანიებიდან ჩარიცხული შემოწირულობა და ხომ არ ხდება ფულის გათეთრება? და ასევე, როდესაც ერთი ჯიბიდან მეორე ჯიბეში გადაიდო ეს 60 მილიონი, ხომ არ სურს ეს ფული გამოიყენოს უკანონოდ “ქართული ოცნების” პარტიული საქმიანიბის დაფინანსებისთვის?”- განაცხადა აბესაძემ.

ცნობისთვის, ფონდმა „ქართუმ“ მუნიციპალიტეტს უსასყიდლოდ გადასცა ყოფილი იპოდრომის ტერიტორია, სადაც თბილისის ცენტრალური პარკი გაშენდება.

იხილეთ ვიდეო: ირაკლი აბესაძემ ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე ბრიფინგი გამართა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა