არჩილ თალაკვაძე - ჩვენ ვმუშაობთ პანდემიასთან დაკავშირებით სრულფასოვან პაკეტზე, რომელიც ეკონომიკას, სოციალურ მიმართულებას და ჯანდაცვას მოიცავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პანდემიასთან დაკავშირებული ბაზისური ხარჯები, რომელიც სჭირდება ჯანდაცვას და სოციალურ მიმართულებას, უკვე არის ასახული 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში.

ამის შესახებ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

"პანდემიასთან დაკავშირებული ბაზისური ხარჯები, რომელიც სჭირდება ჯანდაცვას, რომელიც სჭირდება სოციალურ მიმართულებას, უკვე არის ასახული პროექტში, თუმცა დამატებით, ჩვენ ვმუშაობთ პანდემიასთან დაკავშირებით სრულფასოვან პაკეტზე, რომელიც ეკონომიკას, სოციალურ მიმართულებას და ჯანდაცვას მოიცავს და ეს უკვე ბიუჯეტის საბოლოოდ დამტკიცებამდე იქნება სრულად ასახული პროექტში", - განაცხადა თალაკვაძემ.

იხილეთ ვიდეო: არჩილ თალაკვაძის თქმით, მთავრობა მუშაობს პანდემიასთან დაკავშირებით სრულფასოვან პაკეტზე, რომელიც ეკონომიკას და ჯანდაცვას მოიცავს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა