რე|ბანკი Tbilisi Mural Fest 2020-ის სპონსორია

რე|ბანკმა გასული წლის მსგავსად, წელსაც დაუჭირა მხარი TBILISI MURAL FEST-ს. რე|ბანკის უშუალო დაფინანსებით ბერლინელი არტისტების ჯგუფის Innerfields-ის მიერ მოიხატა კედელი ილია ჭავჭავაძის 39 ნომერში. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „რებანკიდან“ აცნობეს.

მათივე ცნობით, წლევანდელი ფესტივალის ფარგლებში თბილისს ცნობილი ევროპელი სტრიტ არტისტები ეწვიენ და 7 დიდი კედელი თბილისში, 4 კედელი კი ქუთაისში მოხატეს.

„ძალიან გვიხარია, რომ წელსაც მოგვეცა Tbilisi Mural Fest-ის მხარდაჭერის საშუალება. რე|ბანკის სპონსორობით კიდევ ერთი ლამაზი კედელი შეემატა ქალაქს. მადლობა ამ პროექტის ორგანიზატორებს და დიდი იმედია ჩვენი თანამშრომლობა მომავალ წელსაც შედგება“, - განაცხადა რე|ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა ანანო ქორქიამ.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ რე|ბანკის გარდა პროექტის სპონსორები თბილისის მერია და სხვა კერძო კომპანიები იყვნენ.

Tbilisi Mural Fest-ის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის და ფოტოების სანახავად ეწვიეთ ფესტივალის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდს https://www.facebook.com/TbilisiMuralFest/

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო