„ჯივიპი“ დღეს, 6 ოქტომბერს სამგორის რაიონში, არჩილ მეფის ქუჩაზე, ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს განახორციელებს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სამგორის რაიონში, არჩილ მეფის ქუჩაზე, ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს განახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ , დედაქალაქის სტაბილური წყალმომარაგებისთვის, მნიშვნელოვან პროექტებზე მუშაობას, ყველა რეკომენდაციის დაცვითა და გათვალისწინებით აგრძელებს.

„კომპანიამ სამგორის რაიონში, არჩილ მეფის ქუჩაზე, წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია დაასრულა და ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს დღეს, 6 ოქტომბერს ჩაატარებს.

„ჯივიპიმ“ აღნიშნულ პროექტში 140 ათასი ლარის ინვესტიცია განახორციელა“, აცხადებენ კომპანიაში.

როგორც „ჯივიპის“ ტექნიკურმა დირექტორმა ზურაბ ალფაიძემ განაცხადა, რეაბილიტაციის შედეგად არჩილ მეფისა და ერეკლე მეორეს ქუჩის მოსახლეობის წყალმომარაგება გაუმჯობესდება.

„პროექტის ფარგლებში, ერთ კილომეტრამდე სიგრძის წყალმომარაგების ქსელი სრულად განვაახლეთ. ახალ ქსელზე ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები და საკვანძო ჭები მოეწყო. ასევე, წყალმომარაგების სტაბილურობის მიზნით, წყლის წნევის რეგულატორები და ფილტრები დამონტაჟდა“,- განაცხადა ჯივიპის ტექნიკურმა დირექტორმა ზურაბ ალფაიძემ.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაური“ სამუშაოებს, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში, 2020 წლის სარეაბილიტაციო გეგმის მიხედვით ახლაც აქტიურად აგრძელებს. კომპანიამ ამ ეტაპისთვის 20 კილომეტრი სიგრძის წყალმომარაგების ქსელი უკვე განაახლა, რაშიც 21 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა“, - განმარტავენ კომპანიაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა