არჩილ თალაკვაძე - სააკაშვილის მთავარი კონკურენტი არის მისი წარსული - საზოგადოებამ ნახა, რომ 150 დეპუტატის ნაცვლად, ოპოზიციამ პრემიერობის 150 კანდიდატი წარადგინა

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და "ნაციონალური მოძრაობის" მთავარი კონკურენტი მათი წარსულია.

თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ძველმა ოპოზიციამ 150 დეპუტატის ნაცვლად, პრემიერ-მინისტრობის 150 კანდიდატი წარადგინა.

"მე არაერთხელ მითქვამს, რომ მიხეილ სააკაშვილის მთავარი კონკურენტი არის მისი წარსული, ისევე როგორც "ნაციონალური მოძრაობის". საზოგადოებამ ნახა, რომ 150 დეპუტატის ნაცვლად, ამ ძველმა ოპოზიციამ პრემიერ-მინისტრობის 150 კანდიდატი წარადგინა, ვნახეთ ასევე თანამდებობების გაყოფის პროცესი წინასწარ, ჯერ კიდევ სანამ არ არის არჩევნები დასრულებული. ჩვენ ამ ყველაფრისთვის დროს ვერ დავკარგავთ, ჩვენ გვაქვს გეგმა, პოზიტიური დღის წესრიგი, გამოცდილი გუნდი და დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერით ამ ბრძოლაში, სამართლიანად გავიმარჯვებთ", - განაცხადა თალაკვაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა