„ბილაინი“ აგრძელებს სტარტაპების მხარდაჭერას და საქართველოში ციფრული პროდუქტების განვითარების ხელშეწყობას

საერთაშორისო ჯგუფ „ვიონი“-ს წევრი, „ბილაინი“ აგრძელებს სტარტაპების მხარდაჭერას და საქართველოში ციფრული პროდუქტების განვითარების ხელშეწყობას. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ბილაინიდან“ აცნობეს, ამჯერად კომპანია ჯანმრთელობის აპლიკაცია Bewise-ის პარტნიორი გახდა, რაც ამ ინოვაციური ციფრული პლატფორმის პოპულარიზაციას გულისხმობს.

„BeWise პირველი მობილური აპლიკაციაა საქართველოში, რომელიც მომხმარებლებს ჯანმრთელობის მართვის ახალ მიდგომას სთავაზობს. აპლიკაციით ადამიანს შეუძლია აკონტროლოს შესაძლო ავადმყოფობის სიმტპომები და შეინახოს ისტორია საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. BeWise-ს აქვს რეგისტრაციის მარტივი მოდული, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია განისაზღვროს მომხმარებლის რისკ ჯგუფი. შემდგომ, მომხმარებელი ონლაინ უთითებს ყველა იმ სიმპტომს, რომლებიც ახლა ან უახლოეს წარსულში აწუხებდა. აპლიკაცია გარკვეული პერიოდულობით ეკითხება მომხმარებელს, თუ როგორ გრძნობს ის თავს. შედეგად გენერირდება ელექტონული ანამნეზი, რაც შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს, საჭიროების შემთხვევაში, ჩივილების შესახებ ზუსტი ინფორმაცია მიაწოდოს ექიმს. დამატებით, აპლიკაციაში ჩაშენებულია facebook-ის ე.წ. Stories -ის მსგავსი მოდული, სადაც მოცემულია სასარგებლო რჩევები და რეკომენდაციები, მათ შორის კორონავირუსთან დაკავშირებით.

მეტი ინფორმაციისთვის აპლიკაციის შესახებ, ეწვიეთ BeWise Facebook-ზე: https://www.facebook.com/Bewise.ge; ვებგვერდზე: www.bewise.ge; დაუკავშირდით BeWiseBot-ს: m.me/Bewise.ge და გადმოწერეთ BeWise აპლიკაცია: https://play.google.com/store/apps/details?id=com.wisegroup.bewise&hl=en , - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა