25.3 ათასი ტონა ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 21.3 მლნ დოლარი შეადგინა

ატმის მოსავლის აღების სეზონი სრულდება, ექსპორტის ღირებულებამ 21.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, მიმდინარე წელი ატმისა და ვაშლატამას განსაკუთრებით მაღალი მოსავლით გამოირჩეოდა.

„წარმოების ზრდასთან ერთად, გაიზარდა ხარისხიც. 2020 წლის 1 მაისიდან 4 ოქტომბრამდე პერიოდში, განხორციელდა 25.3 ათასი ტონა ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 21.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული ატმისა და ვაშლატამას ექსპორტის მოცულობა 2-ჯერ აღემატება 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ექსპორტის მოცულობის მაჩვენებელს, ხოლო ექსპორტის ღირებულება 8.8 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.

მიმდინარე წელს წარმოებული ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი, ძირითადად, განხორციელდა შემდეგ ქვეყნებში: რუსეთი - 16 769 ტონა, სომხეთი - 7 510 ტონა, აზერბაიჯანი - 567 ტონა. აღნიშნული ქვეყნების გარდა, ექსპორტი განხორციელდა ყაზახეთში, უკრაინაში, პოლონეთში, მოლდოვაში, სლოვენიაში, სინგაპურსა და ყატარში. მოსავლის შეუფერხებლად დაბინავებისა და რეალიზებისთვის სრული დატვირთვით მუშაობდა 22 სამაცივრო მეურნეობა. ატმის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და გაცემა „ერთი ფანჯრის“ პრინციპით განხორციელდა.

პროცესში ჩართულები იყვნენ ფიტოსანიტარიული და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლები. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც აქტიურად მუშაობდა ინფორმაციის მოპოვების, სისტემატიზაციის, ფერმერებისა და ატმის რეალიზატორების დაკავშირების მიმართულებებით“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კახა გოგოლაშვილი - იმ ლოგიკით, რა ლოგიკითაც მოქმედებს ხელისუფლება ქვეყნის შიგნით და გარეთ, აზიანებს ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას
ქართული პრესის მიმოხილვა 03.12.2021
იოსებ ბარათაშვილი - მოვლენები მიმდინარეობს არა ხელისუფლების, არამედ მიხეილ სააკაშვილის სცენარით
ელიტ ელექტრონიქსში წინასაახალწლო კამპანია დაიწყო
სილქნეტის სატელევიზიო აპლიკაციის Silk Go შეთავაზება ახალ მომხმარებლებს - დარეგისტრირდი მობილური ნომრით, უყურე სატელევიზიო ეთერს და მიიღე საჩუქრები
კახა ოქრიაშვილი - უკანონოდ დანიშნული მოსამართლეები მართლმსაჯულების სისტემის გარეთ დარჩებიან
გამჭვირვალე და მნიშვნელოვანი ინფორმაციის წყარო მედიკამენტებზე - "ფარმადეპომ" ახალი პორტალი SANDO.COM.GE პრეზენტაცია გამართა
აიღეთ „ვითიბიში“ იპოთეკური სესხი უცხოურ ვალუტაში და მომენტალურად დაიბრუნეთ თანხის 2%
დაადგინეთ თქვენი კომპანიის ციფრული სიმწიფე BDO Digital-თან ერთად
“მწვანე კონცხი ბოტანიკო” საახალწლო აქციის ფარგლებში ბინების ფასდაკლებით შეძენას და საჩუქარს გთავაზობთ
„ავერსის“ თვითმომსახურების აპარატი - სწრაფად, მარტივად, ურიგოდ