თამარ ტალიაშვილი - სიკეთის კრიტიკის სუბ-კულტურად დამკვიდრება ვერც ერთ საზოგადოებას მოუტანს წარმატებას

თბილისის საკრებულოს დეპუტატი, ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს’’ წევრი თამარ ტალიაშვილი ბიძინა ივანიშვილის მიერ ყოფილი იპოდრომის ტერიტორიის დედაქალაქისთვის გადაცემისა და ცენტრალური პარკის მოწყობის ფაქტს ეხმაურება.

როგორც ტალიაშვილი აცხადებს, სიკეთის კრიტიკის სუბ-კულტურად დამკვიდრება ვერც ერთ საზოგადოებას მოუტანს წარმატებას.

„ქველმოქმედება-სიკეთის კრიტიკა ვიწრო-პარტიულ სპეკულაციაზე უარესია. კეთილი საქმის ძაგების ტრენდულ სუბ-კულტურად დამკვიდრება ვერც-ერთ საზოგადოებას მოუტანს წარმატებას. სამოქალაქო საზოგადოება ეთიკური ქცევის ღერძზე დგას. ინდივიდუალურ-პიროვნულ აღზრდას თავი რომ დავანებოთ, სხვაგვარად, სიკეთის გარეშე, ადამიანთა თანაარსებობა პრაქტიკაში შეუძლებელია. ყოველ შემთხვევაში ცივილიზაციის ისტორიას ასეთი პრეცედენტი არ ახსოვს“, - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის მიერ თბილისისთვის ყოფილი იპოდრომის უსასყიდლოდ, საჩუქრად გადმოცემა და ასევე აქ ცენტრალური პარკის მოწყობა მსოფლიოში გამორჩეული ქველმოქმედებაა, ისევე როგორც ფონდ „ქართუს“ უამრავი სხვა გრანდიოზული საქველმოქმედო პროექტი.

„უნდა ითქვას, რომ თანამედროვე მსოფლიოს ქალაქმოწყობის პოლიტიკა, უპირველესად, სწორედ ურბანული გარემოს - ტურიზმის - პარკების, სკვერების, ადამიანების განტვირთვისა და დასვენების ზონების მოწყობას გულისხმობს. ბიძინა ივანიშვილის მიერ ბოლო დროს დაანონსებული პროექტები - მთაწმინდის პლატოს განაშენიანება და ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე ცენტრალური პარკის მოწყობა საკუთარი სახსრებით, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, საუკუნის პროექტებია, რომლის ეფექტიანობა ჩვენი და მომავალი თაობების დედაქალაქს სასიკეთოდ უცვლის სახეს, გახდება მისი მცხოვრებლებისა და სტუმრებისთვის საუცხოო სავიზიტო ბარათი. ასე რომ, კრიტიკა-ოპონირება აქ სრულიად უადგილო და მიუღებელია!” - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

ტალიაშვილის აღნიშნულ განცხადებას თბილისის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო