ნათია თურნავა - თბილისმა შესანიშნავი საჩუქარი მიიღო ივანიშვილის ოჯახისგან და ფონდი „ქართუსგან“

„თბილისმა და თბილისელების არაერთმა თაობამ, ვინც ყოფილი იპოდრომის ტერიტორიას ყოველთვის თვლიდა რეკრეაციისთვის ერთ-ერთ საუკეთესო ადგილად, შესანიშნავი საჩუქარი მიიღო, - ამის შესხებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ფონდი „ქართუს“ მიერ დედაქალაქისთვის იპოდრომის ტერიტორიის უსასყიდლოდ გადაცემასთან დაკავშირებით განაცხადა.

მინისტრის განცხადებით, ეს ნამდვილად იქნება თანამედროვე სტანდარტებით გაშენებული, უნიკალურად მოწყობილი პარკი.

„ეს არის მორიგი უპრეცედენტო ქველმოქმედება ბიძინა ივანიშვილისგან და მისი ოჯახისგან, რომელმაც ფონდი „ქართუს“ მეშვეობით სამ მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა ბოლო 25 წლის განმავლობაში იმისთვის, რომ უფრო მეტი კულტურული ძეგლი აღდგენილიყო განათლებაში, ჯანდაცვაში, სპორტში, სარეკრეაციო მწვანე ზონებში. ახლა ამას შეემატება თბილისის ეს ერთ-ერთი მარგალიტიც, არაერთი თაობის საყვარელი დასვენების ადგილი, რომელიც კეთილმოწყობილი და უნიკალური იქნება. ამაში ისევ და ისევ ფონდი „ქართუ“ და ბიძინა ივანიშვილი დაგვეხმარება, დაიხარჯება რამდენიმე ათეული მილიონი და ეს იქნება ძალიან ძვირფასი საჩუქარი ჩვენთვის“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ცნობისთვის, ფონდმა „ქართუმ“ მუნიციპალიტეტს უსასყიდლოდ გადასცა ყოფილი იპოდრომის ტერიტორია, სადაც თბილისის ცენტრალური პარკი გაშენდება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს