კახა კალაძე - იმ ადამიანებს, რომლებსაც დღეს ყველაზე მეტად უჭირთ, პრობლემების პირისპირ არასდროს დავტოვებთ

ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, იმ ადამიანებს, რომლებსაც დღეს ყველაზე მეტად უჭირთ და ყველაზე მეტად სჭირდებათ ჩვენი თანადგომა, პრობლემების პირისპირ არასდროს დავტოვებთ, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა.

კახა კალაძის თქმით, დედაქლაქის ბიუჯეტში სოციალური და ჯანდაცვის მიმართულება ყოველთვის არის გათვალისწინებული.

„ჯადაცვა და სოციალური მიმართულება ერთადერთი მიმართულება იყო, რომელსაც შემცირება არ შეხებია არსებული პანდემიის პირობებში. იცით, რომ დროებით შეჩერდა ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც უნდა განხორციელებულიყო. ერთდერთი სფერო არის არის სოციალური და ჯანდაცვის მიმართულება, რომელსაც ერთი თეთრი არ მოკლებია. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, იმ ადამიანებს, რომელთაც დღეს ყველაზე მეტად უჭირთ და ყველაზე მეტად სჭირდებათ ჩვენი თანადგომა, პრობლემების პირისპირ არასდროს დავტოვებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა