მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ყველა თბილისელისთვის საამაყო იქნება მსოფლიო დონის ცენტრალური პარკი, ოპოზიციის ბრალდება კი კონტრპროდუქტიულია

ვიცე-პრემიერის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ყველა თბილისელისთვის საამაყო იქნება მსოფლიო დონის ცენტრალური პარკი, ოპოზიციის ბრალდება კი კონტრპროდუქტიულია.

ცქიტიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ დაახლოებით 30 წელია, რაც ივანიშვილი, „ქართუ“ ფონდი მსგავს პროექტებს ახორციელებს.

„ასეთი ტიპის პროექტის განხორციელება ძალიან ბევრი ადამიანის ოცნება იყო. რა თქმა უნდა, ყველა ბრალდება არის კონტპროდუქტიული. ადამიანები ხედავენ რეალურად წვლილს, რადგან დაახლოებით 30 წელია, რაც ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი, „ქართუ“ ფონდი მსგავს პროექტებს ახორციელებს. ასეთი ტიპის ბრალდებები, პირველ რიგში, არის ამ ადამიანების იმიჯისთვის შემლახავი. ჩვენ შეიძლება ნებისმიერ პროექტზე ვთქვათ, რატომ დღეს, მაგრამ მოდით ჯერ პირველ რიგში, გავიხსენოთ ის, რომ ეს არის საჩუქარი. ეს არის სწორედ მისი ოჯახის ხელწერა, რომელიც წლების განმავლობაში მიმართულია ქვეყანაზე ზრუნვაზე - არის საგანმანათლებლო პროექტები, გამწვანების პროექტები, ძეგლების აღდგენა, თეატრებზე ზრუნა. მათ შორის, ადამიანებზე და სახელმწიფოზე ზრუნვა. ჩვენ რამდენიმე თვის წინ ვნახეთ, რომ დენდროლოგიური პარკი გაიხსნა, კიდევ რამდენიმე თვის წინ ვნახეთ, რომ ასევე უკვე დასრულდა ქუთაისის უნივერსიტეტის მშენებლობა, ასევე შარშან, შარშანწინ ვნახეთ, გამწვანების პროექტები და ა.შ. და ასეთი თარიღების მიბმა, დაკავშირება არის სპეკულაცია, რომელიც არაფერს არ ისახავს მიზნად, გარდა იმისა, რომ დაუკარგოს ამ საჩუქარს ფასი. ბიუჯეტს რაც შეეხება, ეს არ არის მხოლოდ იპოდრომის გადაცემა, ან დაბრუნება მერიისთვის, რასაც ოპოზიცია გვაბრალებს, ეს არის ასევე რამდენიმე ათეული მილიონის ინვესტიცია უშუალოდ პარკის მოწყობაში. ამ პარკის მოწყობაც სრულად დაფინანსდება „ქართუ“ ფონდით“, - განაცხადა ვიცე პრემიერმა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2021
ალექსანდრე თვალჭრელიძე - მეჩვენება, რომ სააკაშვილი „ნაცმოძრაობის“ ტანზე მიბმული ლოდია, რომელიც მას ფსკერისკენ მიაქანებს
ნიკოლოზ მეტრეველი - ჩინეთი აღარ იმალება და იცდის
სინერჯი ჯგუფი კერძო კაპიტალის ოპერაციებში მონაწილეობისთვის (LBO) იურიდიულ პირებს იწვევს