”ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ ტექნიკურ ინფრასტრუქტურას თანამედროვე, მობილური საპორტო ამწე შეემატა

ფოთის საზღვაო ნავსადგურის ინფორმაციით, საოპერაციო წარმადობის გაზრდის მიზნით, „ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ ამწე შეისყიდა.

”ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ მომსახურებების გაუმჯობესებისა და საოპერაციო წარმადობის და ტვირთების დამუშავების ეფექტურობის გაზრდის მიზნით, კომპანიამ შეიძინა დამატებითი მობილური სანავსადგურე ამწე, რომელიც წამყვანი საერთაშორისო ბრენდი ”გოტვალდის“ მიერ მიმდინარე წელს აიწყო გერმანიაში, ფოთის საზღვაო ნავსადგურის ”ეიპიემ ტერმინალს ფოთის“) ტექნიკური მოთხოვნების შესაბამისად. 100 ტონიანი ტვირთამწეობის მქონე უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ამწე გამოყენებული იქნება სხვადასხვა სახის, როგორც საკონტეინერო, ისე ნაყარი, გენერალური და საპროექტო ტვირთების დასამუშავებლად“, - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

“ კომპანიაში სტრატეგიულად პრიორიტეტულია საკვანძო სანავსადგურო ტექნიკური ინფრასტრუქტურის განახლება-გაძლიერება. ახალი მობილური ამწის დამატებით, ფოთის საზღვაო ნავსადგური მომხმარებლებს გაცილებით ეფექტურად მოემსახურება, რაც, თავის მხრივ დადებით გავლენას იქონიებს მთლიანად მიწოდების ჯაჭვზე, რომელსაც საქართველოს და რეგიონის სხვა ეკონომიკებისთვის მნიშვნელოვანი როლი აქვს“ , - აცხადებს ოპერაციების დირექტორი მეთიუ რანტანენი.

ახალმა ამწემ ტექნიკური შემოწმება გაიარა და საექსპლუატაციო მზადყოფნაშია. საოპერაციო საჭიროების მიხედვით, შესაძლებელია აღნიშნული ამწის გადაადგილება ეიპიემ ტერმინალსის მიერ ოპერირებად ნავმისადგომებს შორის.

“ეიპიემ ტერმინალსი“, “ეი.პი. მოლერ–მაერსკის“ ჯგუფის წევრი გლობალური კომპანიაა, რომელიც მსოფლიოში წარმოდგენილია 78 მოქმედი პორტების და ტერმინალების ქსელით, რომელსაც 58 ქვეყანაში ახორციელებს.

2011 წლის აპრილში, ”ეიპიემ ტერმინალსმა“ შეისყიდა საქართველოში ყველაზე დიდი ნავსადგური - ”ფოთის საზღვაო ნავსადგური“, რომელსაც მრავალმიზნობრივი დანიშნულება აქვს. ნავსადგურში სულ 15 ნავმისადგომია, სადაც ხდება ყველანაირი სატვირთო მომსახურების, მათ შორის რო-რო სერვისის განხორციელება. ნავმისადგომების მთლიანი სიგრძე შეადგენს 2,900 მეტრს, სადაც 20-ზე მეტი საპორტო ამწეა განლაგებული. სათავეში მოსვლის დღიდან, ”ეიპიემ ტერმინალსმა“ უზრუნველყო 85 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელება მოძველებული საპორტო ინფრასტრუქტურის, საბაჟო ცენტრის, სარკინიგზო და საავტომობილო გზების და სერვისის განახლების მიზნით.

აღნიშნული პერიოდის მანძილზე, ფოთის საზღვაო ნავსადგურმა შეძლო ნავსადგურში არსებული ინფრასტრუქტურისა და აღჭურვილობა/ტექნიკის განახლება, რათა ის ყოფილიყო ყველაზე პროდუქტიული და უსაფრთხო ნავსადგური ქვეყანაში და შეენარჩუნებინა მისი არსებული პოზიცია, როგორც მნიშვნელოვანი კარიბჭე ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა