ანა ნაცვლიშვილი - ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურის მკვეთრი განცხადება ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება მხოლოდ პოზის გამო მიმართავს საერთაშორისო საზოგადოებას

„ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება აქამდე წესებს ფორმალურად მაინც იცავდა, ახლა კი ის ფორმალური წესიც დაარღვია, როდესაც ვენეციის კომისიას მოსაზრება სთხოვა, თუმცა პასუხის მიღებამდე კანონი დაამტკიცა. ასე გამოეხმაურა ნაცვლიშვილი ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის წამყვანი სპიკერის, პეტერ სატანოს განცხადებას, რომელმაც მწუხარება გამოთქვა იმის გამო, რომ საქართველო არ დაელოდა ვენეციის კომისიის დასკვნას მოსამართლეთა შერჩევაზე.

„ეს არის ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურის ძალიან მკვეთრი და მკაფიო განცხადება, რომელიც ღიად ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება მხოლოდ პოზის გამო მიმართავს საერთაშორისო საზოგადოებას და თითქოს ეკითხება აზრს, მაგრამ სინამდვილეში, ამის უკან არ დგას არანაირი სურვილი, რომ უკეთესი კანონები მივიღოთ და შესაბამისად, სასამართლო დამოუკიდებლობა რაიმე ხარისხით მაინც გავაუმჯობესოთ. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, უსამართლო სასამართლო არა მხოლოდ არ შეიცვალა, არამედ უვადოდ დაინიშნენ ის მოსამართლეები, რომლებმაც ქართულ საზოგადოებას თავი დაამახსოვრეს მხოლოდ უპრინციპობითა და უცოდინრობით. წლების განმავლობაში ვიბრძოდით, რომ ეს პროცესი შეგვეჩერებინა და სწორედ ჩვენი მუშაობის მოვახერხეთ ის, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ ღიად დაინახა, რომ არანაირი მიზანი და მოტივი რეალურად „ქართულ ოცნებას“ სასამართლოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის არ აქვს და ეს ფაქტიც არის ერთ-ერთი, მაგრამ მნიშვნელოვანი მტკიცებულება იმისა, რომ სინამდვილეში, „ქართული ოცნება“ მუშაობს არა იმისთვის, რომ უკეთესი კანონი გვქონდეს, უკეთესად შევარჩიოთ მოსამართლეები და უკეთესი მოსამართლეები შევარჩიოთ, არამედ მხოლოდ ფორმალურად იცავდა გარკვეულ წესებს და ახლა ის ფორმალური წესიც კი დაარღვია, რომ თვითონ სთხოვა მოსაზრება და მოსაზრების გამოგზავნამდე კანონი უკვე მიიღო,“- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ცნობისთვის, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის წამყვანი სპიკერი პეტერ სატანომ საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. განცხადებაში ევროკავშირი მწუხარებას გამოთქვამს, რომ პარლამენტი არ დაელოდა ვენეციის კომისიის დასკვნის გამოქვეყნებას.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სასამართლო სისტემაში ეთიკისა და მთლიანობის უმაღლესი სტანდარტების დაცვა გადამწყვეტია საქართველოს სანდოობისათვის მისი მოქალაქეებისა და საერთაშორისო პარტნიორების თვალსაზრისით და ევროკავშირსა და საქართველოს შორის პარტნიორობის განვითარებისათვის.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს