„საქართველოს ფოსტა“ იწყებს კამპანიას Georgia By Post

„საქართველოს ფოსტა“ იწყებს კამპანიას Georgia By Post. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს ფოსტიდან“ აცნობეს.

მათივე განმარტებით, გამომდინარე იქიდან, რომ მსოფლიო პანდემიის მიზეზით საზღვრები ჩაიკეტა, მათ შორის, საქართველოშიც ტურისტები ვერ ახერხებენ ჩამოსვლას და ქვეყნის კულინარიისა, თუ ისტორიის გაცნობას, საქართველოს ფოსტამ დაიწყო კამპანია Georgia By Post, რაც საქართველოს სტუმარმასპინძლობის გაცნობას გულისხმობს.

„სწორედ ამიტომ, საქართველოს ფოსტის უშუალო საქმიანობიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე საინტერესო გამოსავალს მივაგენით და გადავწყვიტეთ ქართული სტუმართმოყვარეობა ჩავდოთ ამანათში, შევფუთოთ და გავუგზავნოთ მათ, ვინც ვერ ჩამოვიდა. ამ იდეის განსახორციელებლად შეიქმნა კამპანია - „გააგზავნე საქართველო ფოსტით!“.

კამპანიის ფარგლებში შეიქმნა პლატფორმა georgiabypost.com, სადაც ჩვენი ქვეყნით დაინტერესებული ან საქართველოს მონატრებული უცხო ქვეყნის მოქალაქეები პატარა ვიდეოებს გვიზიარებენ და სტუმარ-მასპინძლობას მოწყურებულ ქართველებს გვიყვებიან ყველაზე მეტად რა უყვართ, აინტერესებთ ან ენატრებათ საქართველოში. ხოლო ჩვენს თანამოქალაქეებს აქვთ უნიკალური შესაძლებლობა, სრულიად უსასყიდლოდ გაუგზავნოთ საქართველო მათ. მოუსმინე საქართველოს უცხოელ მეგობრებს და აჩვენე როგორი მასპინძლობა ვიცით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

საქართველოს ფოსტის განმარტებით, კამპანიაში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ნებისმიერ სრულწლოვან მოქალაქეს. ამისათვის საჭიროა მსურველები ესტუმრონ პლატფორმას georgiabypost.com, გაეცნონ ადრესატებს, მოუსმინონ მათ ამბებს, აირჩიონ რომელიმე მათგანი და მოიფიქრონ, თუ როგორ ჩაატევენ საქართველოს შესახებ ცნობებს ერთ ამანათში. „პატარა საქართველოს“ ადრესატი საქართველოს ფოსტის მეშვეობით მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მიიღებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, კამპანიაზე საქართველოს ფოსტის გუნდთან ერთად იმუშავა სარეკლამო სააგენტო „რედბერმა“. მსურველებს კამპანიის ნახვის შესაძლებლობა აქვთ საქართველოს ფოსტის „ფესბუქის“, „ინსტაგრამის“ და „ტვიტერის“ გვერდზე, ასევე საქართველოს ფოსტის მედია პარტნიორის Spend 4 Seasons in Georgia-ს საკომუნიკაციო არხებზე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა