თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატები ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებს და იურისტებს შეხვდნენ

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატები მიხეილ რამიშვილი და ეკა ქობესაშვილი ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებს და იურისტებს შეხვდნენ.

ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელის დავით ასათიანის ინფორმაციით, ადვოკატი არ შეიძლება გამოკითხულ იქნას იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რაც მას გაანდეს მისი პროფესიული საქმიანობის განმავლობაში.

,,ადვოკატთა ასოციაციის მიზანი არ არის კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის დეტალების განხილვა ან შეფასება, ამას ადვოკატები თავადაც ძალიან პროფესიონალურად აკეთებენ. ჩვენი მიზანი და უპირველესი პრიორიტეტია, რომ მთელი პროცესის განმავლობაში დაცული იყოს ზედმიწევნით ის ძირითადი პროფესიული პრინციპები, რაც საერთო ჯამში საფუძველს უქმნის ხარისხიან მართლმსაჯულებას და შეჯიბრებითობის პრინციპით სისხლის სამართალწარმოებას ჩვენს ქვეყანაში. ამ მიმართულებით ჩვენ გვქონდა გარკვეული რისკის შემცველი გარემოებები, რამაც განაპირობა ჩვენი შეხვედრა. ამ რეზონანსულ საქმეზე მოპოვებული იყო ინფორმაცია ადვოკატის მობილური ტელეფონიდან და ისინი გამოიკითხნენ მოწმის სახით მაგისტრანტ მოსამართლესთან. ჩვენ ამაზე ძალიან მკაფიო და პრინციპული განცხადება გავაკეთეთ. ადვოკატი არ შეიძლება გამოკითხულ იქნას იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რაც მას გაანდეს მისი პროფესიული საქმიანობის განმავლობაში და ეს უპირველეს ყოვლისა უკავშირდება პროფესიული საიდუმლოების დაცვის პრინციპს. ამას უკავშირდება იმ კონფიდენციალური მასალის დაცვაც, რომელიც განთავსებულია მათი კომუნიკაციის საშუალებებში.

თუ ჩვენ გვინდა ამ ქვეყანაში სამართლიანი სისხლის სამართლის მართლმსაჯულება ადვოკატის გამოკითხვა, მისი პროფესიული საიდუმლოების დარღვევა ძალიან ცუდ შედეგებს გამოიწვევს, ჩვენ რისკის შემცვლელად ვთვლით იმ გარემოებას, რომ მოხდა ადვოკატის პერსონალური კომუნიკაციების საშუალებებიდან ინფორმაციის მოპოვება და მეორეს მხრივ, არ არსებობდა მექანიზმი, რომ დაცული იქნებოდა ადვოკატის პროფესიული საქმიანობა“, - აღნიშნა დავით ასათიანმა.

იხილეთ ვიდეო: თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატები ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებს და იურისტებს შეხვდნენ

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს