ვლადიმერ პუტინი - რუსეთი კორონავირუსთან დაკავშირებით მოვლენების ნებისმიერი განვითარებისთვის მზადაა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთი კორონავირუსთან დაკავშირებით მოვლენების ნებისმიერი განვითარებისთვის მზადაა.

„ვირუსის საფრთხე ჯერ არ გამქრალა, მაგრამ სიტუაციის ნებისმიერად განვითარებისთვის მზად ვართ. ვიმოქმედებთ მკაფიოდ და თანმიმდევრულად და მხარს დავუჭერთ ჩვენს მოქალაქეებს, სოციალურ სფეროსა და ჯანდაცვის სისტემას. დარწმუნებული ვარ, ასეთი გადაწყვეტილებები დუმის ყველა ფრაქციის მხარდაჭერას მოიპოვებს,“- განაცხადა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის დუმის ფრაქციების ლიდერებთან დღეს გამართულ ონლაინ შეხვედრაზე.

ცნობისათვის, გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსის 11 000-ზე მეტი შემთხვევა დადასტურდა, რაც ყველაზე დიდი მაჩვენებელია ქვეყნისთვის 11 მაისის შემდეგ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა