აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა ზაკირ გასანოვმა თავდაცვის სამინისტროში დღეს გამართულ სპეციალურ შეხვედრაზე არმიას ბრძანება მისცა, - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ბრძანების თანახმად, აზერბაიჯანის არმიამ მოწინააღმდეგის სამხედრო -სტრატეგიულ ინფრასტრუქტურაზე მაღალი სიზუსტისა და გამანადგურებელი იარაღის გამოყენებით მასშტაბური დარტყმების განხორციელება უნდა დაგეგმოს.
გარდა ამისა, ზაკირ გასანოვმა განაცხადა, რომ თუკი მოწინააღმდეგე მხარე „ისკანდერის“ ტიპის ოპერატიულ-ტაქტიკურ სარაკეტო სისტემებს გამოიყენებს, აზერბაიჯანი ადეკვატურ ზომებს მიიღებს.