მიხეილ რამიშვილის ინფორმაციით, გადაწყვიტა, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს ჩამოსცილებოდა, თუმცა „ოჯახის დაჟინებული მოთხოვნით დაბრუნდა“ და აპირებს ეს საქმე ბოლომდე მიიყვანოს

ან მიიღებენ გონივრულ გადაწყვეტილებას, ან იქნება პრეცედენტი, რომ აღნიშნული საქმე გადაიგზავნება სტრასბურგის ევროპულ სასამართლოში და იქ მივიღებთ იმ შედეგს, რომელიც კიდევ ერთი შავი ლაქის სახით ჩაიწერება საქართველოს მართლმსაჯულებაში, - ასე ეხმაურება თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი საქართველოს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც მის დაკითხვასთან და ტელეფონის დათვალიერებასთან დაკავშირებით სასამართლოს პირველი განჩინება არ გააუქმა.

მიხეილ რამიშვილის ინფორმაციით, მიიღო გადაწყვეტილება, რომ თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს ჩამოსცილებოდა, თუმცა ოჯახის დაჟინებული მოთხოვნით დაბრუნდა და ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანს.

„ჩემთვის ძალიან მძიმე იყო ის მდგომარეობა, როდესაც ჩემს პირად სივრცეში და ადვოკატის პირად სივრცეში მოხდა შემოჭრა. მე ძალიან გამიჭირდა, იმიტომ, რომ შემხებლობა იყო ჩემ სხვა ძალიან ბევრს საქმესთან და კლიენტებთან. მინდა ბოდიში მოვუხადო მათ, მერწმუნონ რომ ბოლომდე ვერ მოხდა მათი ინფორმაციის მიღება, მაგრამ გარკვეულწილად იყო შემხებლობა. მე ამ საქმეს ჩამოვშორდი, მაგრამ ოჯახის კატეგორიული მოთხოვნა იყო და მათი გადაწყვეტილება იყო, რომ ისევ მომიწია დავბრუნებოდი. ქალბატონი თეონა და ჯუმბერი რომ არა, მე გასული ვიყავი ამ საქმიდან.

შემიძლია ვთქვა, რომ ამ საქმეს დავუბრუნდი და ბოლომდე მივიყვან, მაგრამ მე შეზღუდული ვარ დანარჩენ საქმიანობაში. ყველაფერი უნდა იყოს მიმართული იმისკენ, რომ ეს უთანასწორო დამოკიდებულება - ჩვენი დაკითხვა და მობილური ტელეფონის ჩამორთმევა მოხდა აბსოლუტურად უკანონოდ, არ უნდა მოხდეს ამ პრეცედენტის დაშვება და ამდგვარი მოქმედების დაკანონება, წინააღმდეგ შემთხვევაში ადვოკატთა ინსტიტუტი ჩამოინგრევა და არ იქნება ჩვენს ქვეყანაში სწრაფვა დემოკრატიისაკენ“, - აღნიშნა მიხეილ რამიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა