ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ფინტექ ასოციაციას (FIA) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ფინტექ ასოციაციას (FIA) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიებაზე ასოციაციის დამფუძნებელმა და თავმჯდომარემ ლაშა ერედელმა ასოციაციის ხედვაზე, მისიასა და მიზნებზე ისაუბრა.

ფინტექ ასოციაციის მიზანია ქვეყანაში ფინტექ მიმართულების განვითარების ხელშეწყობა და ის განახორციელებს მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად საქართველოს კანონმდებლობის დახვეწისათვის წინადადებების შემუშავებას, საქართველოში ფინტექ მიმართულების საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას, საჯარო და კერძო სექტორს შორის საკომუნიკაციო პლატფორმის ჩამოყალიბებას, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით კამპანიების დაგეგმვას და განხორციელებას, საერთაშორისო ბაზარზე საქართველოში არსებული ფინტექ მიმართულების კომპანიების პოპულარიზაციის ხელშეწყობას, ფინტექ სტარტაპებისათვის საინვესტიციო შესაძლებლობების იდენტიფიცირებასა და პოტენციურ ინვესტორებთან ურთიერთობაში ხელშეწყობას.

ასოციაციის გუნდში წარმოდგენილნი არიან პროფესიონალები, რომლებსაც აქვთ როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო ბაზრებზე ფინტექ სექტორში მოღვაწეობის მრავალწლიანი გამოცდილება.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
საქართველოში MG (Morris Garages)-ის პირველი ოფიციალური შოურუმი გაიხსნა