ლევან კობერიძე - პარლამენტი არ დაელოდა ვენეციის კომისიის დასკვნის გამოქვეყნებას, „ოცნება“ მზადაა, სასამართლო კლანს ნებისმიერი „კაპრიზი“ შეუსრულოს

ხელისუფლება დღეს არის სასამართლო კლანის გავლენის ქვეშ, - ამის შესახებ „ლელოს“ ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან კობერიძე აცხადებს და ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის წამყვანი სპიკერის პეტერ სატანოს საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით განცხადებას ეხმაურება.

კობერიძე თვლის, რომ „ქართული ოცნებისთვის“ მთავარი ამოცანაა ხელისუფლებაში დარჩენა, ამისთვის კი ყველა გზას იყენებს, მათ შორის სასამართლოს.

„რადგან „ქართული ოცნებისთვის“ მთავარი ამოცანა ხელისუფლებაში დარჩენაა, ამისთვის კი ყველა ხერხს იყენებს, მათ შორის სასამართლოსაც. სასამართლო არის სიტემა, სადაც არასამართლიანი არჩევნების ჩატარების შემთხვევაში უნდა მოხდეს დამდგარი შედეგის გასაჩივრება. ფაქტობრივად, დღეს ხელისუფლება მზადაა, ნებისმიერი „კაპრიზი“ შეუსრულოს სასამართლო კლანს და ამით მოიპოვოს მისგან ლმობიერება,“-აცხადებს კობერიძე.

“ლელოს” ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თქმით, თუ ქვეყანაში არ არსებობს სამართლიანი სასამართლო, მაშინ ვერანაირ ინვესტიციაზე და ეკონომიკის განვითარებაზე ვერ ვისაუბრებთ.

„ქართულ ოცნებას“ აქვს იმედი, რომ სასამართლო სისტემასთან მაქსიმალურად ითანამშრომლებს, რაც სწორედ კლანის გადმობარებით გამოიხატება სააკაშვილ-ადეიშვილის სისტემიდან „ქართული ოცნების“ სისტემაში და ამით ცდილობენ, მართონ სასამართლო,“ - აღნიშნა კობერიძემ.

ცნობისათვის, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის წამყვანი სპიკერი პეტერ სატანო საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით განცხადებს ავრცელებს.

განცხადების თანახმად, ევროკავშირი მწუხარებას გამოთქვამს, რომ პარლამენტი არ დაელოდა ვენეციის კომისიის დასკვნის გამოქვეყნებას. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სასამართლო სისტემაში ეთიკისა და მთლიანობის უმაღლესი სტანდარტების დაცვა გადამწყვეტია საქართველოს სანდოობისათვის მისი მოქალაქეებისა და საერთაშორისო პარტნიორების თვალსაზრისით და ევროკავშირსა და საქართველოს შორის პარტნიორობის განვითარებისათვის.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო