გიგი უგულავა - დღეს, 2-ჯერ 2-ის შემოხაზვით ჩვენ ერთად ვიქნებით ზუგდიდელების ცვლილებების ხმა საქართველოს პარლამენტში

„ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგი უგულავა, პარტიის ზუგდიდის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელთან, ბათლომე შელიასთან ერთად, მხარდამჭერებს შეხვდა. როგორც „ევროპული საქართველოდან“ „ინტერპრესნიუსს“ აცნობეს, უგულავამ მათ გარდამტეხი ცვლილებების გეგმა გააცნო.

უგულავას თქმით, დღე ზუგდიდს აქვს შესაძლებლობა, რომ „ევროპული საქართველოს“ ორჯერ შემოხაზვით საკანონმდებლო ორგანოში ორი წარმომადგენელი ჰყავდეს.

ბათლომე შელიას თქმით, ის შიდა პარტიული კონკურენცია, რომელიც „ევროპულ საქართველოს“ აქვს უნიკალური და სამაგალითოა და არის იმის წინაპირობა, რომ სწორედ ეს გუნდი მოუტანს როგორც ზუგდიდს, ისე მთლიან საქართველოს გარამტეხ ცვლილებებს.

„დღეს, ზუგდიდს 2-ჯერ 2-ის შემოხაზვით შესაძლებლობა აქვს, აირჩიოს ორი დეპუტატი, დამიჭიროს მხარი მე, როგორც მაჟორიტარს და ასევე „ევროპული საქართველოს“ ღია სიაში მხარი დაუჭიროს ბათლომე შელიას.

მე არ ვმონაწილეობ კონკურსში, ზუგდიდის ორივე ოლქის სახელით ჩვენ შიდა პარტიულ კონკურში მონაწილებს ჩვენი ზუგდიდის საკრებულოს წევრი, „ევროპული საქართველოს“ ფრაქციის თავჯდომარე, ბათლომე შელია. შესაბამისად, ჩვენ ორივეს ერთად უფრო მეტის გაკეთება შეგვეძლება, უფრო ხმამაღალი ხმა ვიქნებით ზუგდიდელების და რაც მთავარია, გარდამტეხი ხმა ვიქნებით გარდამტეხი ცვლილებებისათვის.

ჩვენ გვაქვს ცვლილებების გეგმა, რომელიც საჭიროებს თქვენ მხარდაჭერას, ეს ცვლილებების გეგმა ეხება მთელ ქვეყანას, ყველა სფეროს და რა თქმა უნდა ზუგდიდს,“ - განაცხადა გიგი უგულავამ.

როგორც ბართლომე შელიამ განაცხადა პარლამენტში იმ პრობლემების მოსაგვარებლად იბრძოლებს, რისთვისაც რამდენიმე წელია საკრებულოში იბრძვის.

„მინდა მადლობა გადავუხადო „ევროპულ საქართველოს“ იმისათვის, რომ ჩემი 23 წლიანი პოლიტიკური მოღვაწეობის პერიოდში, პირველად მომეცა შანსი, რომ სწორედ თქვენი თანადგომით, მე წარმოგადგინოთ თქვენ პარლამენტში, წარმოვადგინო ჩემი ქალაქი პარლამენტში და ვიბრძოლოთ იმ პრობლემების გადასაწყვეტად, რისთვისაც ჩვენ აქ უკვე რამდენიმე წელია ვიბრძვით საკრებულოს ფორმატში. სწორედ ახლა, პარლამენტში შეგვიძლია გადავწყვიტოთ ზუგდიდელების უკეთესი მომავალი.

შიდაპარტიული დემოკრატიის უნიკალური მაგალითი საიდან შეიძლებოდა საქართველოში წამოსულიყო თუ არა „ევროპული სქართველოსგან“, რომელიც უკვე წლებია მაგალითია იმ საკითხებში, რაც დემოკრატიულ ღირებულებებს შეეხება.

სწორედ ერთად, მე და გიგის შეგვიძლია, რომ ზუგდიდს მოვუტანოთ ის გარდამტეხი ცვლილებები, რომელსაც უკვე დიდი ხანის საჭიროებს ეს ქალაქი.“ - განაცხადა ბათლომე შელიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა