ნინო ბურჯანაძემ „ერთიანი საქართველოს“ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია გამართა

„ერთიანი საქართველოს“ ოფისში საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა, სადაც ნინო ბურჯანაძემ სხვადასხვა სფეროს ექსპერტები მიიწვია.

„ჩვენ მოვამზადეთ 52 -გვერდიანი პროგრამა. რა თქმა უნდა, მომზადებული გვაქვს ბუკლეტიც, რომელსაც მოსახლეობაში დავარიგებთ, ეს არის შედარებით შემჭიდროვებული ვერსია ამ პროგრამის. წინასწარ ჩვენ ექსპერტებთან გავიარეთ კონსულტაციები და დღეს ძალიან მიხარია, რომ დასრულებული ვერსია უკვე შემიძლია წარმოვუდგინო ჩვენთან მოსულ ექსპერტებს. იმედი მაქვს, რომ ექსპერტების შეფასება პროგრამასთან დაკავშირებით, იქნება ისეთივე, როგორიც ტრადიციულად ჩვენი პარტიის შეფასება არის ხოლმე პროგრამულ ნაწილში, რომ ეს არის ძალიან სერიოზული, ძალიან რეალისტური ქვეყნის ინტერესების შესაბამისი პროგრამა“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

იხილეთ ვიდეო: ნინო ბურჯანაძემ "ერთიანი საქართველოს" საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია გამართა

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა