თბილისის მერია - ვაკის რაიონში ამხანაგობების 181 სარეაბილიტაციო პროექტი დაფინანსდა

ვაკის რაიონის გამგეობისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თანამშრომლობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, 2020 წლის იანვრიდან დღემდე, გამგეობის მიერ, 181 სხვადასხვა ტიპის სარეაბილიტაციო პროექტი დაფინანსდა.

კერძოდ, რაიონის უბნებში 61 მისამართზე ლიფტი რეაბილიტირდა, განახლდა 50 მრავალბინიანი სახლის სახურავი და ახალი წყალსაწრეტი მილები დამონტაჟდა. გარდა ამისა, დაფინანსდა სადარბაზოს, მისი კარის და შესასვლელის რემონტის 21 პროექტი, მრავალბინიანი სახლის გამაგრების 3 პროექტი, განახლდა წყალარინების 26 შიდა ქსელი, 5 სახლის სართულშუა ნაპრალები და 15 საერთო სარგებლობის კიბე.

სულ, აღნიშნული სარეაბილიტაციო სამუშაოების განსახორციელებლად გამგეობის ბიუჯეტიდან დაახლოებით, 3 მილიონ 840 000 ლარი გამოიყო.

ყველა პროექტი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში და ამხანაგობების ოფიციალური მოთხოვნების შესაბამისად დაფინანსდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა