გურამ ჩალაგაშვილი - ცესკო არის „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დანამატი, რომელიც ეხმარება, რომ არჩევნების გაყალბება მოახერხოს

ცენტრალური საარჩევნო კომისია, სამწუხაროდ, არის „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დანამატი, რომელიც „ქართულ ოცნებას“ ეხმარება, რომ წინასწარ მოახერხოს არჩევნების გაყალბება, რის საშუალებასაც „ხმების დაცვის კომისია“ არ მისცემს, - ამის შესახებ „გამარჯვებული საქართველოს“ წარმომადგენელმა, ცესკოს ყოფილმა თავმჯდომარემ გურამ ჩალაგაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისივე თქმით, 2006 წლის არჩევნებზე, როდესაც „ცესკოს“ თავმჯდომარე თავად იყო, არც ერთი ოპოზიციური პარტიის მხრიდან არ ყოფილა პრეტენზია.

„საკუთარ თავზე ძალიან რთულია საუბარი, მაგრამ თუ გადავხედავთ ისტორიას, მაშინ როდესაც მე ვიყავი თავმჯდომარე, 2006-2007 წლებში, ეს იყო პირველი არჩევნები, როდესაც საერთაშორისო საზოგადოებამ, სრულად ყველა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ აღიარა, რომ ყველაზე დიდი პრობლემა, რაც იყო ამომრჩეველთა სია, ერთხელ და სამუდამოდ, ზუსტად, ერთ თვეში იქნა ჩამოყალიბებული და თურმე, შესაძლებელი ყოფილა. ეს რეფორმა ზუსტად ერთ თვეში გატარდა და მე ამით ვამაყობ. მინდა გითხრათ, რომ 2006 წლის არჩევნები იყო ის არჩევნები, რომლის ჩატარების მიმართ არც ერთი ოპოზიციური პარტიის მხრიდან არ არსებობდა არანაირი პრეტენზია“, - განაცხადა ჩალაგაშვილმა.

გარდა ამისა, ჩალაგაშვილმა განმარტა, რომ „ხმების დაცვის კომისიის“ ოთხივე თავმჯდომარემ საკმაოდ კარგად იცის, რა შეიძლება მოიმოქმედოს არჩევნებზე ხელისუფლებამ.

„არჩევნები კარგად ვიცით ოთხივე თავმჯდომარემ ვინც ვართ ამ ჯგუფში ვართ, საკმაოდ კარგად ვიცით, რა შეიძლება მოიმოქმედოს ხელისუფლებამ. ამომრჩევლის იდენტიფიცირებას მოვახდეთ - არის თუ არა ნამდვილად ის ადამიანი, ვისი პირადობის მოწმობაც უჭირავს ხელში. ამისთვის, 27 000 ადამიანია გაწევრიანებული 3700 უბანზე“, - განაცხადა ჩალაგაშვილმა.

იაგო კაჭკაჭიშვილი - პოლიტიკური პროექტი, რომლის მიზანია „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 43% არ აიღოს, რეალისტურია
ქართული პრესის მიმოხილვა 13.05.2021
ალექსეი გარანი - უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას რუსეთის პრეზიდენტი პუტინი აჩქარებს
გოგა მელიქიძე - საპენსიო სააგენტო კაპიტალის ბაზარზე საგრძნობლად გააქტიურდება
როგორ გავხადოთ თქვენი ქალაქი ჭკვიანი და უსაფრთხო: გადაწყვეტილება Ekin-ისგან ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე
ალექსანდრე ჭავჭავაძის წინანდლის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი გაიხსნა
"ბარაქამ" აგრომაღაზია და ფერმერთა მომსახურების ცენტრები გახსნა - რას სთავაზობს კომპანია ფერმერებს
"ვოლტი საქართველო" 3 წლის გახდა