სხვადასხვა სამუშაოს გამო, 8 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

კომპანია „თელასის“ ცნობით, სხვადასხვა სამუშაოს გამო, 8 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

„გლდანის რაიონში, ქსელში გადართვების გამო, 00:00 საათიდან 01:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, გლდანის ხევის დასახლების, გლდანის მასივის I, IIIა, V, VII, VIII მიკრორაიონების, თიანეთის გზატკეცილის, ომარ ხიზანიშვილის, მწვანე, ფორე მოსულიშვილის, ნანეიშვილის, კერესელიძის, ნიკო კეცხოველის, ნუგზარ კალანდაძის, გოგიშვილის, ბადრი კობახიძის, თეიმურაზ ბატონიშვილის, მაისურაძის, ბერთუბნის, დრანდის, ხევისპირის, ბაბილოძის, ფარსმან მეორე ქველის და ქერჩის ქუჩების მოსახლეობას.

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 00:00 საათიდან 08:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII მიკრორაიონის და ომარ ხიზანიშვილის ქუჩს მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილორის, დავით სარაჯიშვილის, ილია ვეკუას და ხიზაბავრის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონში ქსელში გადართვების გამო, 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის, 9 აპრილის ბაღის, ორბელიანის მოედნის, თაბუკაშვილის, ვაჩნაძის, ფურცელაძის, გუდიაშვილის, ჯორჯაძის და ასათიანის ქუჩების მოსახლეობას.

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მანჯგალაძის, გუდიაშვილის, ვაჩნაძის და პუშკინის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის, ირაკლი აბაშიძის და ფალიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შალვა ნუცუბიძის, დელისის და ზალდასტანიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის მოსახლეობას.

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეფე მირიანის ქუჩის მოსახლეობას.

სამგორის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თვალჭრელიძის ქუჩის მოსახლეობას“, - აღნიშნულია „თელასის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და განმარტავს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა