ფიქრია ჩიხრაძე - ამ არჩევნებზე ვეღარ გათამაშდება ორპოლუსიანობა: თუ „41“ არა, მაშინ „5“ – „56“ სერიოზული ალტერნატივა და არჩევანია „ლელოს“ სახით

ამ არჩევნებზე ვეღარ გათამაშდება ის ორპოლუსიანობა, რომ თუ 41 არა, მაშინ 5 და თუ 5 არა, მაშინ 41. ამ შემთხვევაში 56 არის სერიოზული ნომერი, სერიოზული ალტერნატივა და არჩევანი „ლელოს“ სახით, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ფიქრია ჩიხრაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისივე თქმით, თუ წინა პერიოდში ადამიანები ამბობდნენ, რომ მათ შეელახათ ღირსება - დღეს ადამიანები საუბრობენ შიმშილზე და სიღატაკეზე.

ბიძინა ივანიშვილით დაწყებული და გიორგი გახარიათი გაგრძელებული, გვეუბნებიან, რომ ჩვენ ვართ ღატაკი ქვეყანა და ღატაკ ქვეყანას არ ჰპირდებიან, რომ სიღატაკე უნდა დავძლიოთ. ამომრჩევლებს უნდათ ცვლილება და უნდათ სიახლე. მიუხედავად იმისა, რომ „ლელოს“ ძალიან ბევრი ხელშემშლელი ფაქტორი ჰქონდა, ის შედგა, როგორც ალტერნატიული ძალა“, - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

ამასთან, ჩიხრაძის შეფასებით „ლელო“ არის ყველაზე მზარდი ოპოზიციური ძალა, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ უახლოეს ხანებში მთავარი ოპოზიციური ძალა გახდეს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა