ნინო ბურჯანაძე - ვწუხვარ, რომ სირიამ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობა აღიარა, ალბათ, საქართველოს მხრიდან მუშაობა დავაკელით

მე ვწუხვარ, რომ სირიამ აღიარა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობა. ალბათ, დავაკელით მუშაობა ამ ქვეყანაში საქართველოს მხრიდან, - ასე შეაფასა „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ოკუპირებულმა აფხაზეთმა სირიაში ე.წ. საელჩო გახსნა.

ნინო ბურჯანაძის განცხადებით, არაღიარების პოლიტიკის გაგრძელება მნიშვნელოვანია, თუმცა საკმარისი არ არის.

მისი თქმით, არაღიარების პოლიტიკასთან ერთად, კონფლიქტების მოგვარების პოლიტიკა უნდა ჩამოყალიბდეს.

„ჩემი ამოცანაა, რაც შეიძლება სწრაფად შევძლო ე.წ. ბორდერიზაციის შეჩერება და საოკუპაციო ხაზი აღარ გადმოვიდეს საქართველოს ტერიტორიის შიგნით. შემდეგ უკვე გავაგრძელოთ იმ მიმართულებით მუშაობა, რომ პრობლემა მოგვარდეს.

ეს არის მრავალმხრივი პრობლემა, რომლის ერთ-ერთი მიმართულება არის, რა თქმა უნდა, მოლაპარაკებები. ერთი მხრივ, პირდაპირი მოლაპარაკებები რუსეთთან, მეორე მხრივ, საერთაშორისო ფორმატების გამოყენება და მრავალმხრივი მოლაპარაკებები, ამავდროულად დიალოგი აფხაზებთან და ოსებთან. ამ ყველაფრისა და კიდევ სხვა რამდენიმე მექანიზმის გარეშე, რა თქმა უნდა, ასეთი ურთულესი პრობლემის მოგვარება ვერ მოხდება.

მე ვწუხვარ, რომ სირიამ აღიარა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობა. ალბათ, ჩვენ დავაკელით მუშაობა ამ ქვეყანაში საქართველოს მხრიდან. არაღიარების პოლიტიკის გაგრძელება არის მნიშვნელოვანი, მაგრამ არა საკმარისი და ჩვენთვის მთავარი უნდა იყოს, არა მხოლოდ არაღიარების პოლიტიკის გაგრძელება, არამედ კონფლიქტების მოგვარების პოლიტიკის ჩამოყალიბება“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

იხილეთ ვიდეო: ნინო ბურჯანაძე - ვწუხვარ, რომ სირიამ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობა აღიარა, ალბათ, საქართველოს მხრიდან მუშაობა დავაკელით

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო