დიდი ბრიტანეთი და კანადა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მონაწილე მხარეებს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებისკენ მოუწოდებენ

კანადა და დიდი ბრიტანეთი კიდევ ერთხელ უსვამენ ხაზს ყარაბაღის კონფლიქტის ზონის გარშემო მიმდინარე სამხედრო მოქმედების დასრულების აუცილებლობას, - ამის შესახებ აღნიშნულია დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის დომინიკ რააბისა და კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის, ფრანსუა-ფილიპ შამპანის, მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში.

„განსაკუთრებით შეშფოთებულები ვართ მშვიდობიანი მოქალაქეებით დასახლებულ ადგილებში გახსნილი ცეცხლის გამო. გვსურს, სამძიმარი გამოვუცხადოთ ტრაგიკულად დაღუპულების ოჯახებს ,“- აღნიშნულია განცხადებაში.

დიდი ბრიტანეთისა და კანადის საგარეო უწყებების ხელმძღვანელები კონფლიქტის მონაწილე მხარეებს სამხედრო მოქმედების შეწყვეტისა და მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებისკენ მოუწოდებენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა