დიეგო კოლასის განცხადებით, საფრანგეთის ერთ-ერთი რეგიონის პრეზიდენტის გამოქვეყნებული რუკა საფრანგეთის მთავრობის პოზიციას არ ასახავს

საფრანგეთის ელჩი საქართველოში, დიეგო კოლასი საფრანგეთის ერთ-ერთი რეგიონის პრეზიდენტის გამოქვეყნებულ რუკას ეხმაურება, რომელზეც სომხეთის საზღვრებში მოქცეულია საქართველოს ტერიტორიის ნაწილი და აცხადებს, რომ ეს რუკა საფრანგეთის მთავრობის პოზიციას არ ასახავს.

„სოციალურ ქსელში ახლახან ვნახე რუკა, რომელმაც გარკვეული მღელვარება გამოიწვია საქართველოში. თითოეულ ადამიანს თავისი შეხედულებების და სიმპათიის უფლება აქვს. ეს რუკა არ ასახავს საფრანგეთის მთავრობის პოზიციას. საფრანგეთის მთავრობის პატივისცემა და მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ კარგად ცნობილია და მნიშვნელოვანია ჩვენთვის“, - აცხადებს ელჩი, რომლის განცხადებასაც საქართველოში საფრანგეთის საელჩო ავრცელებს.

ამასთან დაკავშირებით განმარტება გაკეთდა საქართველოს საგარეო უწყებაშიც.

„საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე გაცნობებთ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და საქართველოს საელჩო საფრანგეთის რესპუბლიკაში დაუკავშირდნენ და ხაზზე არიან ფრანგ კოლეგებთან, კერძოდ საფრანგეთის ოვერნ-რონა-ალპების რეგიონის პრეზიდენტის ოფისთან. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული რეგიონის პრეზიდენტის ლორან ვოკიეს სოციალურ გვერდებზე (Facebook და Twitter) გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომელსაც თან ახლავს ფოტო-მასალა, სადაც ასახულია რუკა, რომელზეც სომხეთის საზღვრებში მოქცეულია საქართველოს ტერიტორიის ნაწილი. პირველადი მოკვლევით ეს გახლავთ რუკა, რომელსაც აქტიურად იყენებს საფრანგეთში მოქმედი ნაციონალისტური ხასიათის ორგანიზაცია და მას არანაირი კავშირი ფრანგულ ოფიციალურ მხარესთან არ აქვს. აღნიშნული შენობა, სადაც იმყოფება რეგიონის პრეზიდენტი ასევე წარმოადგენს ნაციონალისტური ოგანიზაციის ოფისს“, - წერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარი ნარჩემაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა