EMC - კანონმდებლობაში კვლავაც რჩება დისკრიმინაციული ჩანაწერები, რომელიც არათანასწორად მეტ პრივილეგიას ანიჭებს მართლმადიდებლურ ეკლესიას

ბოლო წლებში ჩანდა ხელისუფლებისა და სხვა პოლიტიკური აქტორების მხრიდან რელიგიის თავისუფლების დათანასწორობის სტანდარტების გაუარესების ნიშნები, რაც სხვადასხვა საკონსტიტუციო ინიციატივასა და წინადადებაში გამოიხატა, - ამის შესახებ EMC-ს ახალი კვლევის შედეგებშია აღნიშნული.

EMC-ს ახალი კვლევის, ანგარიშის და სტატიების კრებულის პრეზენტაცია - "რელიგია, პოლიტიკა და სოციალური კონტექსტები" დღეს გაიმართა.

როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კვლევის მიგნებებში ნათქვამია, რომ უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებული გამოწვევები კვლავ უცვლელად დარჩა და სახელმწიფოს მხრიდან სხვადასხვა სამოქმედო გეგმებით აღებული ვალდებულებების მიუხედავად, რაიმე წინსვლა ამ მიმართულებით არ შეინიშნება.

„კანონმდებლობაში კვლავაც რჩება დისკრიმინაციული ჩანაწერები, რომელიც რელიგიური ორგანიზაციების იერარქიზებას უწყობს ხელს და არათანასწორად მეტ პრივილეგიას ანიჭებს დომინანტ რელიგიურ ინსტიტუციას, მართლმადიდებლურ ეკლესიას. არსებული საკანონმდებლო ჩანაწერების რევიზია საქართველოს პარლამენტის მხრიდან საკონსტიტუციო სასამართლოს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების შემდეგაც კი არ მომხდარა.

კვლავაც ძლიერია რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსების უთანასწორო პრაქტიკა, რაც პრივილეგირებულ მდგომარეობაში ამყოფებს მართლმადიდებლურ ეკლესიას და რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსებას, მათი პოლიტიკური ინტერესისთვის გამოყენების იარაღად აქცევს. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოდ წინასაარჩევნო პერიოდში ჩანს. 4 რელიგიური ორგანიზაციის დაფინანსების სუბსიდირების რეჟიმში წარმართვა კი, რომლითაც სახელმწიფო დეტალურად თავად განსაზღვრავს დაფინანსების მიზნობრიობას და ფინანსების ხარჯვის შემოწმების ბერკეტებსაც იტოვებს, სახელმწიფოს მხრიდან მცირე რელიგიური ორგანიზაციების შიდა საქმეებში ჩარევისა და კონტროლის რისკებს აჩენს.

კვლავაც პრობლემურია რელიგიური უმცირესობებისთვის საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული ქონების დაბრუნების (რესტიტუციის) საკანონმდებლო ჩარჩოს და პოლიტიკის არარსებობა, რაც მათ საკუთარი ისტორიული ძეგლების დაცვისა და სათანადო გამოყენების, ასევე სადავოდ გამხდარი საკულტო ნაგებობების ისტორიული და კონფესიური მესაკუთრის დადგენის შესაძლებლობას ართმევს.

კვლავაც გამოწვევად რჩება რელიგიის საქმეთა სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობა, რომელიც იმთავითვე ავლენდა რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობაში უხეში ჩარევის და კონტროლის ინტერესებს. სააგენტოს, რომელიც პრემიერ-მინისტრის უშუალოდ დაქვემდებარების ქვეშ მოქმედებს და რელიგიის თავისუფლების მიმართულებით პოლიტიკის წარმართვის ექსკლუზიური მანდატი აქვს, არც ერთი პოზიტიური ინიციატივა ან გადაწყვეტილება არ მიუღია და ამ წლებში მათი საქმიანობა, ჭარბი ბიუროკრატიული რესურსების მიუხედავად, შეუმჩნეველი იყო“,-აღნიშნულია კვლევის შედეგებში.

კვლევა სრულად იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/33xmK2r .

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა