თენგიზ ცერცვაძე - საქართველოში კორონავირუსით სიკვდილობის მაჩვენებელი არის 0.6%, რაც გრიპის დროს გარდაცვალების მაჩვენებელს უახლოვდება

ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ საქართველოში კორონავირუსით სიკვდილობის მაჩვენებელი არის 0.6%, რაც უახლოვდება გრიპის დროს გარდაცვალების მაჩვენებელს ,- ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს კორონავირუსით გარდაცვლილთა მაჩვენებლების შესახებ საუბრისას განუცხადა.

„მინდა გითხრათ, რომ მიუხედავად ბოლო ორი კვირის განმავლობაში შემთხვევების მკვეთრი მატებისა, საქართველო დღემდე ინარჩუნებს იმ ქვეყნის სტატუსს, რომელსაც ევროპის 49 ქვეყანასა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებს შორის, ჰყავს ყველაზე ნაკლები გარდაცვლილი ავადმყოფი. გვყავს 58 გარდაცვლილი, რაც ჩვენთვის ჟღერს როგორც ბევრი, რადგან ნაკლებს ვიყავით მიჩვეული“, - აღნიშნა ცერცვაძემ.

მისი განცხადებით, ბოლო დღეებში გარდაცვალების ზრდა ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდას უკავშირდება.

„მობილობამ და შიდა შეზღუდვების მოხსნამ გამოიწვია შემთხვევების მატება. ბუნებრივია შემთხვევების მკვეთრ მატებას, სიკვდილობის რაღაც დონით მატება მოჰყვებოდა. 4 გარდაცვლილი დღეში ოჯახისთვის ტრაგედიაა ცხადია, მაგრამ არის ძალიან დაბალი მაჩვენებელი. ნებისმიერ სხვა ქვეყანაში 572 ახალ ავადმყოფზე სულ ცოტა 30-40 გარდაცვლილი ეყოლებოდათ, ჩვენ გვყავს 4“, - აღნიშნა ცერცვაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო