სოზარ სუბარი, აფრიკის ჩასახლებაში მცხოვრებ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა

სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, სოზარ სუბარი, აფრიკის ჩასახლებაში მცხოვრებ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა.

„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, შეხვედრაზე, სოზარ სუბარმა დევნილებს საკუთარი სამოქმედო გეგმა გააცნო და მოისმინა მათი პრობლემები.

„დევნილებმა ძირითად პრობლემად, უკვე დაკანონებული შენობების მიმდებარე ტერიტორიების კეთილმოწყობა, საბავშვო ბაღის მშენებლობა და გარე განათების მონტაჟი დაასახელეს. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მოსახლეობას დაჰპირდა, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში შეეცდება აღნიშნული პრობლემების მოგვარებას.

როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა, მხოლოდ 2020 წელს, ჯამში, ახალ საცხოვრებელს 2000-ზე მეტი იძულებით გადაადგილებული ოჯახი მიიღებს. ბოლო 8 წლის განმავლობაში კი, საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში 21 655 დევნილი ოჯახი განსახლდა“ ,- ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა