ხათუნა გოგორიშვილი - ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა შექმნან შესაბამისი ბაზა, რათა ადამიანთა კონსტიტუციურ უფლებას საფრთხე არ შეექმნას

„ევროპული საქართველოს“ გურიის მაჟორიტარობის კანდიდატი, ხათუნა გოგორიშვილი, ცენტრალური საარჩევო კომისიის მიერ თვითიზოლაციაში, კარანტინსა და სტაციონარში მყოფი ადამიანებისათვის არჩევნებში მონაწილეობის განხილვის საკითხს ეხმაურება.

გოგორიშვილის თქმით, საჭიროა შესაბამისი ბაზის შექმნა ჯანდაცვის სამინისტროსგან, რათა არსებობდეს ზუსტი რაოდენობა იმ ადამიანების, ვინც იმყოფებიან თვითიზოლაციაში, კარანტინსა და სტაციონარში, რათა არ შეექმნათ საფრთხე მათ კონსტიტუციურ უფლებას.

„ ჯერ არ არის გადაწყვეტილი, ამ საკითხზე მუშაობა არის დაწყებული და იმედია, რომ ამ პერიოდში, ცენტრალური საარჩევნო კომისია რაღაცას შეცვლის. აქ მთავარი რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებია. თავისთავად, კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა სამწუხაროდ, ყოველდღიურად იზრდება და შესაბამისად, არ შეგვიძლია ახლა ვთქვათ, რამდენი ადამიანის საარჩევნო უფლებაზეა საუბარი. ეს ადამიანები იყოფიან სამ ჯგუფად, ერთი ვინც იმყოფება საავადმყოფოებში, თავისთვად, საავადმყოფოში არიან ბოქსირებულ და ჩვეულებრივ პალატებში, ამას ემატება თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანები და მესამე კატეგორია არის კარანტინის ზონაში მყოფი ადამიანები.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მსჯელობა მიმდინარეობს მხოლოდ და მხოლოდ სტაციონარებსა და საკარანტინე ცენტრებში მყოფ ადამიანებზე. ცენტრალური საარჩევნო კომისიის დღევანდელი პოზიცია, სამწუხაროდ, იყო, რომ თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანები არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ. მარტივია მიზეზის დადგენა, ეს არის ჩვეულებრივი „ქოცური“ სტანდარტი, როდესაც ჩვენ ჯანდაცვის სამინისტროს არ აქვს ბაზა და ინფორმაცია, სად ვინ და რამდენი ადამიანია თვითიზოლაციაში. ამ ბაზის არსებობის შემთხვევაში, ძალიან მარტივია ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და საარჩევნო ადმინისტრაციებმა მთელი საქართველოს მასშტაბით არ დაუკარგონ საკონსტიტუციო უფლება ამ ათასობით ადამიანს.

ჩვენ, რა თქმა უნდა, ისევე როგორც იმედია სხვა ოპოზიციური პარტიები, მოვითხოვთ ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან მოფიქრებული იქნას რეგულაციები და მოსთხოვონ პირველ რიგში, ჯანდაცვის სამინისტროს, ნება იბოძონ და რამე მაინც გააკეთონ, შეადგინონ იმ ადამიანთა ზუსტი რაოდენობის აღწერა, ვინც არის თვითიზოლაციაში. ძალიან ადვილია და ძალიან მარტივად შეიძლება, რომ ამ ადამიანებმა ჩვეულებრივად განახორციელონ თავისი საკონსტიტუციო უფლება, თავისი პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში. თუ თვითონ ვერ მოიფიქრებენ ამას, ჩვენ ამ გეგმას აუცილებლად მივაწვდით“, - განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა.

აღნიშნულ ინფორმაციას „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო