თენგიზ ცერცვაძე - მინიმუმ დღევანდელი რიცხვის გაორმაგებას კლინიკური სექტორი გაუძლებს, უფრო ზემოთ, არ ვიცი - ჯერ საკმარისი რესურსი გვაქვს

ვფიქრობ, მინიმუმ დღევანდელი რიცხვის გაორმაგებას კლინიკური სექტორი გაუძლებს, უფრო ზემოთ არ ვიცი , - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ცერცვაძე აღნიშნავს, ჯერჯერობით რთული სათქმელია, სად გადის ზღვარი, რომლის იქითაც ქვეყნის კლინიკური სექტორი დატვირთვას ვერ გაუძლებს.

„იმისი მარჟა რაოდენობრივი, რომ 500-დან 600 პაციენტამდე ვმართავთ და როგორ იქნება 700 - ზე, 900 - ზე ან 1500 - ზე, ძნელი სათქმელია. ფაქტია, რომ ამ რაოდენობას ჯერჯერობით ვმართავთ ძალიან წარმატებით და სრულფასოვნად. არცერთი პაციენტი არ დარჩენილა ტესტის, ექიმის კონსულტაციის და ვისაც სჭირდება, კლინიკაში მოთავსების გარეშე. სიკვდილობა არის საოცრად დაბალი. სად გადის ზღვარი, რომლის იქითაც ქვეყნის კლინიკური სექტორი ვერ გაუძლებს დატვირთვას, როგორც ეს მოხდა ევროპის ქვეყნებში თავის დროზე, ზუსტად ვერ გეტყვით. ჯერ საკმარისი რესურსი და მარაგი გვაქვს“, - განაცხადა ცერცვაძემ.

რაც შეეხება მასშტაბურ შეზღუდვებს, თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ საქართველოში სრული ლოკდაუნის გამოცხადება არ განიხილება. ამას გარდა, ცერცაძე ფიქრობს, რომ კლასებში სწვალის კვლავ შეწყვეტის საჭიროება არ დადგება.

თენგიზ ცერცვაძე ასევე ეხმაურება თბილისში ინფიცირებულთა რაოდნობის ზრდას და აცხადებს, რომ ეს „საგანგაშო არ არის“.

„ესაა გამოძახილი ქვეყანაში შემთხვევების ზრდის. ბათუმში რომ 300-400 შემთხვევაა, თბილისელები ხომ ისვენებდენ ბათუმში და ზოგს ჩამოჰყვა ინფექცია“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო