ბადრი ჯაფარიძე - ადამიანები სიმართლეს გრძნობენ, მათ მოტყუებას "ოცნება" ვეღარ შეძლებს

"ლელოს" საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ბადრი ჯაფარიძე ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ "ქართუს"მიერ თბილისის მუნიციპალიტეტისთვის იპოდრომის უსასყიდლოდ გადაცემას ეხმაურება.

ბადრი ჯაფარიძის თქმით, "ოცნებას" აქვს სურვილი, ზარზეიმით წარმოაჩინოს ამბავი, რომ ფონდმა „ქართუმ" მერიას იპოდრომი დაუბრუნა, თუმცა, მისივე განმარტებით, დედაქალაქის მცხოვრებლებს საქმე აქვთ მორიგ წინასაარჩევნო ხრიკთან.

"ფონდ "ქართუს" მიერ იპოდრომის ვითომ დედაქალაქისთვის ჩუქება არის ადამიანებისთვის თვალში ნაცრის შეყრის მცდელობა. თუ რაიმეს გაკეთება უნდოდა ბიძინა ივანიშვილს, მის ფონდს და მის პარტიას, ამისთვის ჰქონდათ მთელი რვა წელი და მათ არაფერი გააკეთეს.

„ქართულმა ოცნებამ" და მისმა ლიდერმა ზუსტად ისე უპატრონეს იპოდრომს, როგორც საქართველოს ამ 8 წელიწადში. ახლა კიდევ აქვთ მცდელობა და სურვილი, ადამიანები შეცდომაში შეიყვანონ.

წლების განმავლობაში ეს უმნიშვნელოვანესი ტერიტორია - რეკრეაციული ზონა მთელი თბილისისთვის და საბურთალოსთვის იყო მიგდებული, ახლა არჩევნების წინ, თითქოს დიდი მნიშვნელოვანი ჟესტი გაკეთდა მათი მხრიდან. სინამდვილეში, ეს არის მორიგი ხრიკი, კიდევ ერთხელ ვამბობ, წინასაარჩვენო ხრიკი, რომ იქნებ ამ დაპირების საფუძველზე მაინც ვინმე წამოეგოს მორიგ ფანდზე და ამით ისარგებლოს „ქართულმა ოცნებამ" და ივანიშვილმა", - განაცხადა ჯაფარიძემ.

"ლელოს" გენერალური მდივნის თქმით, ქართველი ხალხი აღარ მოტყუვდება. ადამიანები არჩევენ ყალბს და ორიგინალს ერთმანეთისგან და არჩევნებზეც შესაბამისად იმოქმედებენ.

"ადამიანები ხედავენ და გრძნობენ, როგორ „უვლის" ქვეყანას „ოცნება", როგორ გაავერანეს ის უმნიშვნელოვანესი რეკრეაციული ზონა და ასევე, როგორი მოუვლელია უმნიშვნელოვანესი „ლაგუნა ვერე" ყველა ჩვენგანისთვის, ყველა თბილისელისთვის. ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ჩვენი ქვეყანა „ქართული ოცნებისგან" და ივანიშვილისგან იმისათვის, რომ დავიწყოთ ქვეყნის აღმშენებლობა. საბურთალოზე „ქართული ოცნება" მარცხდება, სერგეენკო მარცხდება, ეს უკვე თვალსაჩინოა და დღევანდელი ხრიკიც ამას ემსახურება, იქნებ როგორმე შეაჩერონ „ქართული ოცნების" დამარცხების შეუქცევადი პროცესი", - აცხადებს ჯაფარიძე.

აღნიშნულ ინფორმაციას „ლელოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა