სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ სირიაში ე.წ. „აფხაზეთის საელჩოს“ გახსნა დამასკოს მხრიდან საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სირიაში ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მმართველობის მიერ ე.წ. საელჩოს გახსნის შესახებ ინფორმაციას გამოეხმაურა.

ზურაბიშვილმა აღნიშნულ გადაწყვეტილებას საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა უწოდა.

„სირიაში ე.წ. „აფხაზეთის საელჩოს“ გახსნა აგრძელებს დამასკოს მხრიდან საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას. სირიის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა იყო და იქნება საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან დაგმობილი“, - წერს პრეზიდენტი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

ცნობისთვის, აფხაზეთის ოკუპირებულმა რეგიონმა სირიაში ე.წ. საელჩო გახსნა. ინფორმაციას ე.წ. აფხაზეთის „საგარეო საქმეთა სამინისტრო“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, „საელჩოს“ გახსნასთან დაკავშირებით დამასკოში ოკუპირებული აფხაზეთიდან ე.წ. „დელეგაცია“ ჩავიდა.

შეგახსენებთ, სირიამ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ.დამოუკიდებლობა 2018 წელს აღიარა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო