ანრი ოხანაშვილი - მამუკა ხაზარაძემ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აჩუქონ რამე ქვეყანას, თავგამოდებით რომ გვლანძღავენ

შევთავაზოთ - მამუკა ხაზარაძემ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აჩუქონ რამე ჩვენს ქვეყანას, თავგამოდებით რომ გვლანძღავენ და ბიძინა ივანიშვილსა და მის გუნდს აკრიტიკებენ , - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, „ნაციონალური მოძრაობისგან“ იპოდრომის ტერიტორიის საკითხზე საუბარი „უსინდისობაა“.

„გაგიგიათ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მათმა ბელადებმა სახელმწიფოს რამე აჩუქეს? მამუკა ხაზარაძე ჩუქებასთან ასოცირდება თუ ქონების წართმევასთან?

ეს ადამიანები საუბრობენ უსინდისოდ და ურცხვად. ბიუჯეტის ქურდი უგულავა, რომელმაც თბილისელებს ბიუჯეტიდან მოპარა 50 მლნ ლარამდე, დღეს აკრიტიკებს ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც იპოდრომი გამოისყიდა და შემდგომ აჩუქა ქვეყანას და კიდევ უნდა დახარჯოს რამდნიმე ათეული მილიონი, საზღვარი ხომ აქვს ყველაფერს? მერე გაუკვირდებათ, ჩვენი რეიტინგი რატომ ეცემაო“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, ყოფილი იპოდრომის ტერიტორია, სადაც თბილისის ცენტრალური პარკი აშენდება, მუნიციპალიტეტს ფონდმა „ქართუმ“ აჩუქა.

პაველ ფელგენგაუერი - ისრაელ-პალესტინის ზავის პირობები დამოკიდებული იქნება იმაზე, ისრაელი ღაზის სექტორს „ჰამასისაგან“ სრულად გაწმენდს და მოისურვებს თუ არა ამჯერად მასზე კონტროლის აბასის ადმინისტრაციისთვის გადაცემას
ქართული პრესის მიმოხილვა 14.05.2021
იაგო კაჭკაჭიშვილი - პოლიტიკური პროექტი, რომლის მიზანია „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 43% არ აიღოს, რეალისტურია
“მეამა ქოლექთის” ყავის უნიკალური კოქტეილები ბათუმშია