პოლ სტრონსკი სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტზე - რუსეთის ჩართულობა პროცესში საქართველოს შესაძლებლობას უზღუდავს, რისი გაკეთებაც არ უნდა სცადოს საქართველომ, რუსეთი ეცდება, საშუალება არ მისცეს

რუსეთის ჩართულობა პროცესში საქართველოს შესაძლებლობას უზღუდავს. რისი გაკეთებაც არ უნდა სცადოს საქართველომ, რუსეთი თავის მხრივ ეცდება, ამის საშუალება არ მისცეს,- ამის შესახებ კარნეგის ფონდის" ევრაზიის პროგრამის უფროსმა მკვლევარმა, პოლ სტრონსკიმ „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან საუბრისას განაცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს მთავრობას კარგი ურთიერთობა აქვს აზერბაიჯანის, სომხეთის და თურქეთის მთავრობებთან თუ ვინმეს შეუძლია ამ სამი ქვეყნის ერთად თავმოყრა, საქართველოა.

„ვფიქრობ, საქართველოს შეუძლია ლიდერობა გამოიჩინოს. ეს არის ქვეყანა, რომლისთვისაც კონფლიქტი შეიძლება გამანადგურებელი აღმოჩნდეს, რადგან მასში მისი სამი უახლოესი მეზობელი იქნება ჩართული. საქართველოში ცხოვრობენ როგორც აზერბაიჯანელი, ისე სომეხი უმცირესობის წარმომადგენლები და ქვეყანას ნამდვილად არ სურს ამაში ჩართვა. აღმოსავლეთ-დასავლეთის სავაჭრო გზები კასპიის ზღვასა და თურქეთს შორის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე ამ ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტებიც. ამას მართლაც ექნება ეკონომიკური და სოციალური გავლენა საქართველოზე. სიტუაცია ართულებს ქართულ დიპლომატიას ამ სამ უმნიშვნელოვანეს მეზობელთან და მის აგრესიულ ჩრდილოელ მეზობელთან. ქართველ დიპლომატებს ნამდვილად აქვთ საქმე. თუმცა, როცა აზერბაიჯანი და რუსეთი ერთმანეთს ტელეფონითაც არ ელაპარაკებიან, როცა არც ამერიკაა დიდად ჩართული, საქართველოს მიერ სივრცის შეთავაზება მნიშვნელოვანი იყო.

თუმცა, საქართველოს მთავრობას ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს აზერბაიჯანის, სომხეთის და თურქეთის მთავრობებთან. ამიტომ თუკი ვინმეს შეუძლია ამ სამი ქვეყნის ერთად თავმოყრა და ცეცხლის შეწყვეტისა და მშვიდობის მნიშვნელობის ხაზგასმა, ეს საქართველოა. არა უშუალოდ კონფლიქტის გადაწყვეტა, არამედ კონკრეტულ მომენტში სისხლისღვრის შეწყვეტა უნდა იყოს ჩვენი პირველი პრიორიტეტი, ამაში კი მედიატორის როლის თამაში საქართველოს შეუძლია“,- განაცხადა პოლ სტრონსკიმ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს